ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეზე: „პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი“

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეზე: „პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი“

access_time2020-02-26 16:07:01

„პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. გვაქვს აბსოლიტურად სრული ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და ასევე, იმ პირებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დაკვირვების პროცესში იმყოფებიან“ ამის შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 


„საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ღონისძიება უკვე გატარებული გვაქვს, რაც ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.


ჩვენ უკვე შემოვიღეთ დამატებითი რეგულაციები, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდება სასაზღვრო ზონის დაცვა. მზად ვართ ამისთვისაც. ჩვენ არ ვართ მომხრე, საქართველოში შემოსვლა სრულიად ავკრძალოთ, ვინაიდან გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი და შემდეგ შემოსულ მოქალქეებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი ან სტაციონარში ან კარანტინში.



ამ ეტაპზე იტალიასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციებს არ ვგეგმავთ. ჩვენი საელჩო მუშაობს ამ მიმართულებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იტალიელი მგზავრი, როგორც ევროკავშირის მოქალაქე მოწმდება როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე მოწმდებიან ჩვენს საზღვარზეც სპეციალისტების მიერ. საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ.


ჩინეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან საქართველოში საუკეთესო პირობებში. საჩხერის სასტუმრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს კლინიკა, რომელსაც გააჩნია იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.


რაც შეეხება პირბადეების მარაგს, დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი. საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომწოდებლებმა დამატებით შემოიტანონ პირბადეები შესაბამისი ღირებულებით.“ – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up