ეკატერინე ტიკარაძე - კლუბებმა კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან და საბჭოზე მათი გახსნის რეკომენდაციასაც დავაყენებთ

ეკატერინე ტიკარაძე - კლუბებმა კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან და საბჭოზე მათი გახსნის რეკომენდაციასაც დავაყენებთ

access_time2021-11-25 17:00:17

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღამის კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან.


მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ საშუალებას მისცემთ, საკოორდინაციო საბჭოზე მათი გახსნის რეკომენდაციასაც დააყენებენ.


„კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან. მათთან პირველად დაიტესტა მწვანე პასპორტი, რის შემდეგაც ჩვენ ასევე ჩავატარეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა და დავაკვირდით, თუ როგორი იყო შემდეგ გავრცელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიურ რიცხვებსაც და იმის მიხედვით, თუ რა საშუალებას მოგვცემს ეპიდემია, ჩვენ წამოვაყენებთ ასევე საბჭოზე რეკომენდაციას, რომ მათი გახსნაც მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.



1- ლი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება, თუმცა საკლუბო სექტორი ვერც ამ რეგულაციებში მოხვდა და მათთვის მუშაობა კვლავ აკრძალულია. საკლუბო სექტორი ერთადერთია, რომლსაც უკვე 21 თვეა მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. კლუბის “ხიდი“ დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი „კომერსანტთად“ საუბრობდა, რომ  ყველაფრის მიუხედავარ ხიდი 3 დეკემბერს მუშაობას განაახლებს. 







სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up