ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

access_time2021-01-25 21:00:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.



შეხვედრის მონაწილეებმა მინისტრს კლინიკებში არსებული პრობლემები პირადად გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სელექტიური კონტრაქტირების პირობებს, კლინიკების ფინანსურ საჭიროებებსა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საკითხს.



„კლინიკების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებზე ვიმსჯელეთ, რომლის წინაშეც ისინი დგანან. ეს გარკვეულწილად სახარჯი მასალების თანხების მატებასა და კომუნალური გადასახადების ზრდას უკავშირდება. კოვიდ პანდემიის პირობებში პაციენტთა რეგულარული ნაკადების შენარჩუნება რთული იყო, რაც კლინიკების შემოსავლებზე აისახა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, კლინიკებისთვის გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა იმისთვის, რომ ეს პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ამ კონსულტაციების საფუძველზე მოიძებნოს მექანიზმი, რათა მოხდეს გარკვეული კომუნალური გადასახადების სუბსიდირება“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.




„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, მინისტრთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა.



„შევთანხმდით ძირითად პრინციპულ საკითხებზე და გადავდივართ სამუშაო რეჟიმზე. მინისტრისგან მივიღეთ დაპირება ,რომ ეკონომიკურ გუნდთან ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით მოხდება შეთანხმება. ასევე შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც , რათა მოხდეს ფასთა ინდექსაციის მექანიზმის შემუშავება“.- ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა.



შეხვედრას 20-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.







საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up