ეკატერინე ტიკარაძე - კიდევ გვაქვს შანსი, ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ დიდწილად მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული

ეკატერინე ტიკარაძე - კიდევ გვაქვს შანსი, ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ დიდწილად მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული

access_time2020-04-01 22:43:34

ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდწილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.



„სხვა კუთხით, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად ვმუშაობთ როგორც სხვა კონტაქტების გამოვლენაზე, ასევე სხვადასხვა ანალიტიკური საშუალებებით ყველა იმ პირის შესაძლო კონტაქტის დადგენაზე, ვისაც „კოვიდ 19“-ის დაფიქსირების შემდეგ საზღვრის კვეთა ჰქონდა. მიმდინარეობს ამ პირების მონიტორინგი და დეტალური კვლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.



გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ პიკის პერიოდს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, პიკის პერიოდი აპრილის მეორე ნახევარი იქნება.



„ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ორი კვირის მანძილზე ძალიან პროდუქტიული და ეფექტური მუშაობა, როგორც სახელმწიფოს და სამთავრობო გუნდის, ისე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რათა ეს პიკი იყოს არა ის კოლოსალური რიცხვები, რომელსაც ექსპერტები ელოდებოდნენ. შეიძლება, მოხდეს მისი გადავადება, ან განახევრება“, – განაცხადა ტიკარაძემ.


შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მომავალში კორონავირუსთან გამკლავების პროცესში სხვა კლინიკების ჩართვა, რომლებიც „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ პაციენტებს დღეს არ იღებენ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კლინიკების ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.



„სახელმწიფო მუდმივად მუშაობს გარკვეულ შესყიდვებზე. იმ ნუსხაზე, რომელიც ასევე შეჯერებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ შეძენაზე და ეტაპობრივად, ყველა კლინიკა, რომელიც ამ ჯაჭვში ჩაერთვება, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება იმ საჭირო, სათანადო აღჭურვილობით, რომელიც ექიმს უსაფრთხოებისთვის ესაჭიროება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


1tv.ge




ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა დაახლოებით...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება
access_time2020-09-19 17:00:43
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანელი ავტომწარმოებლები SUV-ი ავტომობილების კუპე ვარიანტის შექმნით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყველაფერი სადილეროებში ასეთი ტიპის ავტომანქანების მოთხოვნით იყო გამოწვეული. თუ თქვენ ასეთი ტიპის მანქანები არ მოგწონთ, მაშინ სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს. ეს საავტომობილო ტრენდი შეჩერებას არ აპირებს. მეტიც, გერმანელი ავტომწარმოებლები მეტოქეთა ახალ ნიშას პასუხგაუცემელს თითქმის არასდროს ტოვებენ. თქვენს წინაშეა Tiguan X-ი. ის Tiguan-ის კუპე ვერსიას...


მსგავსი სიახლეები

up