ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი სკოლების გახსნაზე

ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი სკოლების გახსნაზე

access_time2021-01-13 15:10:00

ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.



როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სკოლებისა და ბაღების საკითხი არის პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.



„ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. თუმცა, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს, თუმცა გვაქვს გარკვეული მოსაზრებები. ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა პირობას, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.





1tv.ge








გიორგი გახარია - საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინის შემოტანა

გიორგი გახარია - საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინის შემოტანა
access_time2021-01-21 12:00:00
საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გეგმაზე მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ -...

პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკის  ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის
access_time2021-01-21 10:45:33
პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ელექტრომობილი ჰიუნდაი კონას  შესაძენად ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს.   ჰიუნდაის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების პარალელურად, რაც მოიცავს: •             ფასდაკლება 10 000 ლარის ოდენობით •             საჩუქრად...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
access_time2021-01-21 10:55:22
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს.   „ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა...

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე
access_time2021-01-21 10:00:29
„მოლოდინი გვაქვს, რომ მინისტრი შეგვხვდება, გვინდა ჩვენი მხრიდან დავანახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა დამოუკიდებლად ცდილობდა პრობლემების მოგვარებას და დანახარჯების შემცირებას, პრობლემის...


მსგავსი სიახლეები

up