ეკატერინე ტიკარაძე – იაფი წამლის მომხრე არ ვარ, ჩვენი მიზანია, ბაზარს ბიძგი მივცეთ ხარისხიანი წამლისკენ

ეკატერინე ტიკარაძე – იაფი წამლის მომხრე არ ვარ, ჩვენი მიზანია, ბაზარს ბიძგი მივცეთ ხარისხიანი წამლისკენ

access_time2020-07-30 11:40:12

იაფი წამლის მომხრე არ ვარ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

მე პირადად, არ ვარ იაფი წამლის მომხრე, ვინაიდან იაფი წამალი ნიშნავს ბევრ წამალს და ხარისხიანი წამალი ნიშნავს ზუსტად იმდენ წამალს, რამდენიც მოქალაქეს სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, ბაზარს ბიძგი მივცეთ ხარისხიანი წამლისკენ, რომ იმპორტირებული იყოს მხოლოდ ხარისხიანი წამალი და უკვე ხარისხიანი წამლის ფასის რეგულირება მოხდეს საკანონმდებლო ჩარჩოს მხრიდან, რისი განმახორციელებელიც, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ფარმაციის სფეროს დარეგულირება იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი ხელმისაწვდომი იყოს და ჯიბიდან გადახდის ნაწილი კიდევ უფრო შემცირდეს, ვიდრე ახლაა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამლის ფასის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანია არაერთი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.

 

აქედან გამომდინარე, ეს არის კითხვა არა ჩემკენ, არამედ უფრო საკანონმდებლო ორგანოსკენ. მინდა, აუცილებლად დავაფიქსირო, რომ მე მაქვს ინიცირების უფლება და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ გვქონდა პარლამენტში რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის შეფასება, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე წამლის სექტორში. დავიწყოთ ხარისხის გაუმჯობესება და მას შემდეგ, რაც ბაზარი მზად იქნება, მოვითხოვოთ GMP სტანდარტიც და ყველა დანარჩენი რეგულაციაც, რომელიც საჭიროა, რათა მოქალაქემ მიიღოს არა მხოლოდ იაფი, არამედ ხარისხიანი წამალი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


 

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ იგეგმება დაფინანსების სქემის გადახედვა, რომლითაც პირველადი ჯანდაცვა ფინანსდება და ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე შეძლებს დაანონსებას, თუ როგორი ფორმატით იქნება პირველად ჯანდაცვაში ახალი დაფინანსება.

 

იგეგმება დაფინანსების სქემის გადახედვა, რომლითაც პირველადი ჯანდაცვა ფინანსდება. ვთვლით, რომ ეს კაპიტაციური მოცულობა საკმაოდ მწირია იმისთვის, რათა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებმა შეძლონ, მოსახლეობას ყველა მაღალტექნოლოგიური კვლევა მიაწოდონ, რომელიც მნიშვნელოვანია, პირველად ჯანდაცვაში არსებობდეს. ამ სტრატეგიაზე ვმუშაობთ და ვთვლით, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ დაანონსებას, თუ როგორი ფორმატით იქნება პირველად ჯანდაცვაში ახალი დაფინანსება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, დიდ ქალაქებში მართვა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე გარკვეული სახელმწიფო ობიექტების გაჩენა არ იგეგმება.

 

ჩვენი დაკვირვებით, დიდ ქალაქებში არის დამაკმაყოფილებელი მართვა და დიდ ქალაქებში ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ გარკვეული სახელმწიფო ობიექტების გაჩენას. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჰოლდინგის და ასევე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფარგლებში მოვაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, თუ ამის საჭიროება დადგება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up