ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

access_time2021-04-19 12:20:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს ავშან ხანის შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო ავრცელებს.


მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ამ რეფორმის ფარგლებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე. გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესს იწყებს.



ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.



მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდს ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის მიმდინარეობისა და ახალი ვაქცინების დანერგვის მიმართულებით მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.




“გაეროს ბავშვთა ფონდი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესი და სოციალური საკითხები განვიხილეთ. გაეროს ბავშვთა ფონდმა იმუნიზაციის პროცესში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. საუბარი შეეხო ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასაც, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებასა და ტელემედიცინის დანერგვას“,-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.



გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.



„მინისტრთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის იყო ვაქცინაციის პროცესი და ეპიდვითარება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა, რათა ვაქცინაცია უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. სანიტარული ნორმების დაცვა და პირბადის ტარება პანდემიის შეკავებას ძალიან უწყობს ხელს. გარდა ამისა, შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და მის გაძლიერებაზეც ვისაუბრეთ“,-ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა ავშან ხანიმ განაცხადა.








მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up