ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2021-10-23 10:55:57

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სილვიუ დომენტეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელს მელიტა ჯაკობს შეხვდა.

მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განიხილეს, რომელიც დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და  ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს.

პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში  მოხდება პაციენტების  პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა, რომელიც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმის განხორციელებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდი გვეხმარება.  ფუნდამენტური რეფორმა ექიმებისა და ექთნების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გადახედვას ითვალისწინებს.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხარისხიან, სამედიცინო სერვისებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს“,-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.


„საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი არის ის,  რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს  და საქართველოს მოქალაქეებს მეტი სიკეთე მოუტანოს. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთებით პანდემიის პირობებში. არის დაავადებები, რომელთა მართვაც არაა საჭირო სამედიცინო დაწესებულებებში   მოხდეს. ეს შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დონეზეც  იმართოს.  მინდა კიდევ ერთხელ  გამოვხატო მხარდაჭერა  ამ რეფორმის მიმართ“,-განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელმა მელიტა ჯაკობსიმ.

 

პირველადი ჯანდაცვის სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა , ინდივიდუალური რისკის შეფასება  და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.





«Интер РАО»-მ საქართველოს $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო

«Интер РАО»-მ საქართველოს $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო
access_time2021-12-01 11:10:27
რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლო დავა რუსულ ენერგოკომპანია «Интер РАО»-ს და საქართველოს შორის რუსული კომპანიის სასარგერბლოდ დასრულდა - სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს რუსული კომპანიისთვის $80 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.   საჩივარი შეიტანეს «Интер РАО»-ს შვილობილმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში თბილისის ენერგოგამანაწილებელ ქსელს და ელექტროსადგურებს „ხარმიჰესი“ და „ხარმიჰესი-2“-ს...

პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება

პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება
access_time2021-12-01 10:55:45
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16...

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს
access_time2021-12-01 11:00:07
საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს დაღუპულა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით იმდენივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა სიკვდილიანობა განახევრებულია - საქართველოში ორივე 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით კოვიდით 109%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა.   2020 წელს მსოფლიოში კოვიდით 84 მლნ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...


მსგავსი სიახლეები

up