ეკატერინე ტიკარაძე „ჯანმო“-ს 73-ე ასამბლეაზე  - „საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა“

ეკატერინე ტიკარაძე „ჯანმო“-ს 73-ე ასამბლეაზე - „საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა“

access_time2020-05-18 21:15:51


„საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა“, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჯანმო“-ს 73 ასამბლეა Covid-19-ის თემას მიეძღვნა. მსოფლიო ლიდერებმა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებზე ისაუბრეს.

„დაწყებული იანვრის თვიდან საქართველოს მთავრობა იღებდა მკვეთრ ზომებს Covid-19– ის გავრცელების წინააღმდეგ,  სოციალური დისტანცირების გამოყენებით, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციით და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ცხელების  პროგრამების დანერგვით.

ტექნოლოგიურმა საშუალებებმა მოგვცა შესაძლებლობა გაგვეგრძელებინა სწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში. ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ ონლაინ სამუშაო პლატფორმებს.  დავნერგეთ  სპეციალური აპლიკაცია - Stop Covid თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დასაცავად“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ თავის განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მობილიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.


„ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს ცენტრალური მთავრობა, გაეროს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მზად არის დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობისა და შესაბამისი ინსტიტუციების ერთობლივი და უაღრესად კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა ინფექციის შეკავება და ვირუსის შემთხვევების მინიმალიზაცია.

„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი სამედიცინო დახმარება, ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა და იმუნიზაციისა და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამების გაფართოება, რათა შემცირდეს ქრონიკული დაავადებების რიცხვი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული  მითითებები ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობას შევუერთდეთ სოლიდარობის პროცესს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წვლილი შევიტანოთ ერთობლივ ძალისხმევაში COVID– თან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მოსაძიებლად“, - აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up