ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

access_time2021-11-30 12:00:00

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინ შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მხარეებმა კოვიდ-19-ს ახალი შტამი - ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა განიხილეს. ისაუბრეს, პანდემიის პირობებში, ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სფეროში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას ითვალისწინებს.



„განვიხილეთ, ახალ, მუტირებულ ვარიანტთან მიმართებაში თუ რა ხედვა აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ამ შტამთან მიმართებაში, მნიშვნელოვანი რჩება გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე აქვს მას განსაკუთრებული გავლენა, საინტერესოა აღნიშნული შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის ეფექტურობაც. მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორი არის აღნიშნული შტამის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ხუთი ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია კვლავ ძალაში რჩება და ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, ასევე რა თქმა უნდა პირბადე და სოციალური დისტანცირება. მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეს განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანი, არის რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებაში გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიოს წამყვან ექიმებთან ექნება შეხვედრა, რის შემდეგაც ახალი მკურნალობის გაიდლაინები შემუშავდება.




“ბატონ კლუგეს, 6 დეკემბერს აქვს მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრა, რის შედეგადაც დაიდება ახალი მკურნალობის გაიდლაინები, რასაც საქართველო რა თქმა უნდა გაიზიარებს და შესაბამისად შეიტანს მკურნალობის გაიდლაინებში, რომელიც ეროვნული სტანდარტით ხორციელდება საქართველოში.
ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ თავი ავარიდოთ ლოკდაუნს, ეს არის ყველაზე ბოლო ღონისძიება. ჯანმოს რეგიონალურმა დირექტორმა მოიწონა ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, რაც შეეხება 60 წელს ზევით მოსახლეობის წახალისებას, ვინაიდან მისი აზრითაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ამ სეგმენტში იყოს სულ მცირე 90%-მდე, ვინაიდან სწორედ ეს გახლავთ იმ წარმატების საწყისი, რითიც ჩვენ შევძლებთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, რეანიმაციაში პაციენტების განთავსების შემცირებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ლეტალობის მაჩვენებლებზე“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.



მინისტრმა ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება.



„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების გადაღლილობა და განვახორციელოთ ამაზე კონტროლი. ამ პირობებში ექიმები არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჰანს კლუგე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე რეფორმას, რაც გულისხმობს ციფრული ჯანდაცვის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ რეფორმას და მზად არიან უფრო აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up