ეკატერინე ტიკარაძე - დღეს ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული 3,7 მილიონი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებაზე

ეკატერინე ტიკარაძე - დღეს ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული 3,7 მილიონი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებაზე

access_time2020-10-23 20:00:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ დღეს მოსახლეობის ქცევა იქნება დამყოლი იმ მოწოდებების, რაც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს, ინფიცირებულთა ოდენობაზე გაკეთებული პროგნოზი იქნება ცვალებადი.



როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს ყველაფერი სრულად არის დამოკიდებული 3,7 მილიონი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებაზე.




„საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდებათ თუ არა მოგზაურობა, ამას ევროკავშირი გადაწყვეტს. თუ ჩვენ დღევანდელი ჭრილით განვიხილავთ იმ მდგომარეობას, რაც ევროკავშირშია, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფო დღეს უკვე ლოკდაუნზე საუბრობს. აქედან გამომდინარე, მე ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი. ეს არის ცვლადი კომპონენტი და შეიძლება ხვალიდან ამოღებული ვიყოთ იმ რისკ ქვეყნებიდან, რომელშიც დღეს და გუშინ ვიყავთ შეტანილები. რაც შეეხება ინფიცირებულთა ოდენობაზე პროგნოზს, ის რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებენ, ეს არის მხოლოდ პროგნოზი. სწორედ პროგნოზებიდან გამომდინარე ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დაიცვან სოციალური დისტანცირება და გამოიყენონ ნიღაბი, რომელიც დღე ყველაზე ეფექტურია პანდემიასთან ბრძოლაში. თუ დღეს ჩვენი მოსახლეობის ქცევა იქნება დამყოლი იმ მოწოდებების, რაც გვაქვს, ის პროგნოზი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით იქნება ცვალებადი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, რთულია ვთქვათ, ეს რიცხვი იქნება 3 თუ 5 ათასი, ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული 3,7 მილიონი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებაზე. პროგნოზი სრულიად დამოკიდებულია თუ როგორი იქნება ჩვენი ქცევა მომდევნო დღეებში. მე არ მინდა მოსახლეობა ზედმეტად შევაშინო და ამ რიცხვს მე არ დავასახელებ. ეს რიცხვი ყველასთვის ცნობილია პროფესიულ ჭრილში. ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა მიიღონ ყველა საჭირო დახმარება მათი ჯანრთელობის კუთხით, რაც ესაჭიროებათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.


IPN.GE 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up