ცხელების კლინიკები საქართველოს ყველა რეგიონისთვის მომზდდება , დღესდღეობით ასეთი კლინიკები უკვე არის განსაზღვრული კახეთის რეგიონში და ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ მათ მიმართონ- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარძის განმარტებით, სია გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროსა და COVID-ის საინფორმაციო გვერდებზე.
„დღესეობით მიმდინარეობს ქვემო ქართლში კლინიკების მობილიზაცია ცხელების კლინკებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი და სულ მალე ჩვენს მოსახლეობას ამ სიის სრული ჩამონათვალი ექნება“- აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge