ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც  520-ე, ასევე ყველა სხვა  დადგენილება იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე

ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დადგენილება იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე

access_time2020-06-04 15:30:19

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო კლინიკებთან აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მათ შორის იმ ცხრა კლინიკასთან, რომლებმაც გასულ თვეს, პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ღია წერილით მიმართეს.


„როდესაც კლინიკები ინტენსიური სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტს და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით ეს ეფექტურად არ აისახება იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დანარჩენი დადგენილება იყოს ეფექტური, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიან სერვისებზე წვდომა, საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში. ამაზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ ჩვენ მნიშვნელოვნად ვაქცევთ ყურადღებას თუ როგორი ხარისხის სერვისი მიეწოდება ჩვენს მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია თუ რომელი სახის ოპერაციები და რა რაოდენობით ტარდება საქართველოში და ის ბრალდებები, რომელიც ამ წერილში არის წაყენებული ჩვენთვის არის მიუღებელი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.


მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსების მიზნით სამინისტროში შესულ 52 000-ზე მეტი მოთხოვნიდან დაფინანსებული არის, ანუ დასტური სამინისტროდან მიღებული არის 70%-ზე.


„მაისის თვეში, 22 რიცხვიდან, მას შემდეგ რაც მოიხსნა საგანგებო რეჟიმი დამატებით კიდევ 6 400 განაცხადს მიეცა თანხმობა წერილზე და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეუფერხებლად მიიღონ მათთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმიური ოპერაციებს, საერთაშორისო სტანდარტებით, აქვს გარკვეული დაყოვნების ვადები, რომლებსაც მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ, თუმცა არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი არ არის 6 თვეზე დაბალი.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ევროპული და ამერიკული პრაქტიკა, რომელიც დანერგილია სხვადასხვა ქვეყანაში დაინერგოს საქართველოშიც, აქედან გამომდინარე ის დაყოვნების ვადა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ და არის 4 თვე, ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის არის ნორმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით ვზღუდავთ ხელმისაწვდომობას, პირიქით ჩვენ ვახალისებთ კონსერვატიულ მკურნალობას“,- აღნიშნა მინისტრმა.


ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში გეგმიური ოპერაციების რიცხვი დაბალია.


„რაც შეეხება პასუხს იმაზე, რომ შემცირდა გეგმიური ოპერაციები, თქვენ კარგად ადევნებთ თვალს ყველა ჩემს გამოსვლას, მე ყველა გამოსვლაში ვამბობ, რომ საქართველოში არის კრიტიკული რიცხვი გადაუდებელი ოპერაციების და ეს რიცხვი არის 80%. აქედან გამომდინარე როდესაც ისინი ამბობენ, რომ შემცირდა გეგმიური ოპერაციების დაფინანსება, ისინი გულისხმობენ 20% დაფინანსების შემცირებას, რომელიც რეალურად დღეს დასახელებული რიცხვიდან გამომდინარე ნახეთ, რომ არ შემცირებულა და მე შემიძლია თქვენ წარმოგიდგინოთ ამ პერიოდის სხვა წლების მაჩვენებელი, თუ რა რაოდენობის ოპერაციები სრულდებოდა. სწორედ აი ამ ფაქტებიდან გამომდინარე ის ბრალდებები ჩემთვის არ არის მისაღები.


საქართველოში ჯანდაცვის სექტორი ბიუჯეტის პირდაპირ დაფინანსებაზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის უკვე სახელმწიფო გარანტია. საინტერესოა, რომ არც ერთ მოქალაქეს და არც ერთ ჟურნალისტს არ უჩნდება კითხვა იმის თაობაზე თუ რამდენად რაციონალურად ვხარჯავთ ჩვენ ხალხის ფულს და პირიქით ვსვამთ კითხვას იმაზე - რა ბედი ელის ბიზნესს, რომელსაც ისედაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში აქვს სახელმწიფოს გარანტია", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up