ეკატერინე ტიკარაძე: „ჩვენს უპირველეს მიზნად რჩება ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარება“

ეკატერინე ტიკარაძე: „ჩვენს უპირველეს მიზნად რჩება ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარება“

access_time2020-02-05 16:27:02

მინისტრის საათის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა სამინისტრო აგრძელებს სისტემური და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას, რომელთა საბოლოო მიზანია ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.



მოსახლეობის დასაქმების უკეთესი ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ განახორციელა სისტემური ცვლილება და შექმნა დამოუკიდებელი, მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული უწყება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც მოქალაქეებს შესთავაზებს სრულ სერვისს სამუშაო ადგილების მოძიების, პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის, პროფესიული უნარების შეფასების, განვითარებისა და სტაბილური დასაქმებისთვის.



სახელმწიფო ამავდროულად მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხზე. ამ შესაძლებლობის განვითარების მიზნით, ადამიანისა და შრომის უფლებების დაცვის უზრუნველყოფით, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ევროკავშირის წევრ და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან.




„კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია ხელს შეუწყობს მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, არალეგალური დასაქმების შემცირებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. თუმცა, ჩვენს უპირველეს მიზნად რჩება ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარება, ამიტომ მთავარი ამოცანაა საზღვარგარეთ დასაქმებულთა ცოდნა და უნარები კვლავ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს გამოცდილი კადრების სახით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა შრომის უსაფრთხოებაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის სავალდებულო წესის ამოქმედება შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების მიზნით მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯია.



„ინციატივის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ სასწავლო კურსი უკვე გაიარა 5000-მდე პირმა. ჩვენ ამით ხელი შევუწყვეთ არამხოლოდ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნას, არამედ გავაძლიერეთ დამსაქმებელთა სოციალური პასუხისმგებლობა", - აღნიშნა მინისტრმა.



მინისტრის თქმით, შრომის ინსპექტორთა ფუნქცია არ არის მხოლოდ დამდგარი შემთხვევების შესწავლა, არამედ მათი უმთავრესი ამოცანაა უბედური შემთხვევების პრევენცია. აქედან გამომდინარე შრომის ინსპექტირების სტრატეგია მიმართულია არა მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, არამედ დამსაქმებლებთან პარტნიორულ ურთიერთობაზე.​






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up