ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვების გონივრულად დაწესების შესახებ მსჯელობა დაიწყონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, სამომავლოდ თუ რა სახის შეზღუდვების დაწესება იქნება მოსალოდნელი.
„დღეისთვის ინფექციის შემთხვევების გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრულ დაწესების მიმართებაში, რათა ჩვენ არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც შარშან გვქონდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
imedinews.ge