ამ ეტაპისთვის სექტორი გადატვირთული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა პირბადის გამოყენებასთან და ვაქცინაციის პროცესში ჩართულობასთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არა მხოლოდ საწოლფონდი წარმოადგენს გადატვირთვის ზღვარს, არამედ მედ-პერსონალიც, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ყველაფერს ანგარიში გაუწიოს.
„ამ ეტაპისთვის სექტორიგადატვირთული არ არის, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების მდგომარეობა, რომლებიც უკვე 1 წელზე მეტი ჩართული არიან, საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. სწორედ სოლიდარობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა პირბადის გამოყენებასთან მიმართებაში, ასევე ვაქცინაციის პროცესში ჩართულობასთან მიმართებაში. ვინაიდან არა მხოლოდ საწოლფონდი წარმოადგენს გადატვირთვის ზღვარს, არამედ ჩვენი მედ-პერსონალიც, ამიტომ მნიშვნელოვანია მათ ანგარიში გავუწიოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
IPN.GE