ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორს შეხვდა

access_time2020-07-02 11:05:25

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძე მშენებლობის და ტურიზმის მიმართულებით აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.


ღონისძიების მიზანს ეკონომიკის გახსნისა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, განსაკუთრებით მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით.


ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლს და ფუნქციას სამუშაო ადგილებზე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.


„2019 წელს გვქონდა კარგი შედეგი სამშენებლო სფეროში - 24%-ით შემცირდა ლეტალობა სამუშაო ადგილებზე, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში - 35%-ით. ეს ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა შრომის ინსპექციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მინისტრის თქმით, კოვიდ 19-ის გავრცელების დროს შრომის ინსპექციამ უპრეცედენტო სამუშაო გასწია გაიდლაინების და რეგულაციების შემუშავებით. ეკონომიკური საქმიანობის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ გატარებული ზომების კომბინირებული აღსრულება, არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის თვალსაზრისით.



„საქართველო იყო აშშ-ს შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელმაც შეძლო და თითქმის ყველა მიმართულებით შეიმუშავა გაიდლაინები, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეაქტიურებინა ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა. დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა უზრუნველყოფს დასაქმებული პირის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისთვის.


„მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ინტენსიურად მუშაობდნენ კერძო სექტორთან, რის შედეგადაც დღეს ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურას და შრომის ინსპექციას, შეუძლია იყოს კერძო სექტორის პარტნიორი და არა სადამსჯელო ორგანო. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორ კერძო სექტორს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ, რათა შევძლოთ და შევქმნათ თითოეული მოქალაქისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.“


შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ პრეზენტაცია გამართა შრომის ინსპექციის მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის თაობაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე და ასევე სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების როლზე.


ბექა ფერაძემ აპლიკაცია „მშენებლობის უსაფრთხოება“ წარადგინა.


შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, GIZ=ის წარმომადგენელი ეკატერინე მესხიძე და რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up