ეკატერინე ტიკარაძე - 60 წელს ზემოთ მოსახლეობა უნდა ავცრათ მაქსიმალურად, პირადად ჩემთვის მაქსიმალური რიცხვი არის სულ მცირე 90 პროცენტი

ეკატერინე ტიკარაძე - 60 წელს ზემოთ მოსახლეობა უნდა ავცრათ მაქსიმალურად, პირადად ჩემთვის მაქსიმალური რიცხვი არის სულ მცირე 90 პროცენტი

access_time2021-11-25 16:40:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვის შესამცირებლად კვლავ მნიშვნელოვანია აცრა.



ტიკარაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია.



„მნიშვნელოვანია ისევ და ისევ აცრა, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ ქვეყნები, სადაც მოქალაქების 60 პროცენტზე მეტია აცრილი, და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ვინაიდან როგორც საქართველოს, ასევე ნებისიერი სხვა ქვეყნის სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორედ ამ ასაკში არის მაღალი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში განთავსება და მაღალი ლეტალობა. სხვა ქვეყნების მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში აცრის რაოდენობა აქვთ 90 პროცენტზე მეტი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოც უნდა დარჩეს თავის თავდაპირველ გეზზე, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა უნდა ავცრათ მაქსიმალურად“, – განაცხადა ტიკარაძემ.



ამასთან, მინისტრის განმარტებით, სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის შემცირებული, რაც დამაიმედებელია.




„სტატისტიკა არის საკმაოდ მძიმე, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის ერთზე დაბალი, დღეს არის 0.91, რაც დაიმაიმედებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნიშნული იყოს შენარჩუნებული და კიდევ უფრო დაწეული, რათა ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლოს და გაუმკლავდეს მოცემულ რიცხვებს. რაც შეეხება სიკვილიანობას, სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, 60 წელს ზევით მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად აცრილი, ეს მაქსიმალური რიცხვი ჩემთვის პირადად არის სულ მცირე 90 პროცენტი 60 წელს ზემოთ.



ეროვნული გეგმა დადებული იყო 2022 წლის პირველ იანვრამდე. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ჯერ თავი შევიკავოთ ნებისმიერი შეფასებისგან. ჩვენ უკვე 40 პროცენტამდე მოქალაქეები გვყავს აცრილი. დიდი იმედი მაქვს, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომელთა აცრის მაჩვენებელი დღეს 30 პროცენტზე დაბალია, მეტად გააქტიურდებიან. მათთვის დაგეგმილია არაერთი წამახალისებელი ღონისძიება და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წახალისებები მათზე იმოქმედებს, გააქტიურებს ამ პროცესს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



რაც შეეხება კითხვას, ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულების რამდენი პროცენტია აცრილი, ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული სსიპ-ების და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებში ამ მხრივ ლიდერი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია.



„ეს რიცხვი მუდმივად მერყეობს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული სსიპ-ების და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებში ლიდერი არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რემელიც არის დაახლოებით 90 პროცენტზე მეტით აცრილი, ხოლო დანარჩენები მერყეობენ 70 პროცენტიდან 90 პროცენტამდე“, – განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.



1tv.ge






„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up