ეკატერინე ტიკარაძე: „520-დადგენილებაზე მუშაობის დაწყებისას არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა“

ეკატერინე ტიკარაძე: „520-დადგენილებაზე მუშაობის დაწყებისას არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა“

access_time2020-06-04 11:18:12

ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ეს არის სახელმწიფოს განაცხადი, რომ ის მზად არის, თავის ყველა მოქალაქეს გაუწიოს მომსახურება ჯანდაცვაში და შეისყიდოს ჯანდაცვის სერვისები."- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.


ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჯანდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილია.


„ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიერ შენატანებით მოგროვილი ბიუჯეტი და შესაბამისად მე ნამდვილად ვთვლი, რომ სახელმწიფოს თითოეული რგოლი და ჯანდაცვის მინისტრი პირველ რიგში მათ შორის, არის ვალდებული, ეს თანხები განკარგოს რაციონალურად და მნიშნელოვანია ასევე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს გამჭვირვალე ის თანხები, რომელსაც ისინი იხდიან თითოეულ კლინიკაში“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.


მისი თქმით, 520-დადგენილებაზე მუშაობის დაწყებისას არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა.


"იყო ძალიან დიდი არაერთგვაროვნება კლინიკების ფასებს შორის და ასევე ეს პროცესი იყო ძალიან გაუმჭვირვალე. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ოპერაცია ერთ კლინიკაში ღირდა 7500, ხოლო მეორე კლინიკაში 35 500. რა თქმა უნდა ეს ბადებდა გარკვეულ კითხვებს და ჩვენ კლინიკებთან პროცესი დავიწყეთ ძალიან გამჭვირვალედ, როდესაც მათგან პირველ რიგში მოვითხოვეთ ყველა ის დანახარჯი, რომელიც მონაწილეობდა ამ ფასწარმოქმნაში. ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული ინფორმაცია, ნაწილი ინფორმაციის მოპოვება ვერ და არ მოხერხდა, ვინაიდან მათ ამაზე უარი განაცხადეს. პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ფინანსთა სამინისტროსთანაც და არსებობს იმი ბერკეტები, რომ გამჭვირვალედ ვნახოთ, თუ რა დანახარჯებთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




ჯანდაცვის მინისტრმა „დიარჯის სისტემაზეც“ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის კითხვებს არ ბადებს, რადგან მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა ფინანსურ ანგარიშსწორებას ამ სისტემაში ახდენს.


„მე ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელი იყოს მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხების რაციონალური დახარჯვა და ასევე იმ გამჭვირვალობის შეთავაზება, რომელსაც სახელმწიფო მას სთავაზობს. მან უნდა იცოდეს, ოპერაციის შემთხვევაში რა გადასახადის წილს იხდის სახელმწიფო, რა არის მისი წილი, ასე რა არის პალატის და ექიმის ჰონორარის ოდენობა, რომელსაც კერძო სექტორი მათგან ითხოვს. სწორედ ამას ემსახურება 520-ე დადგენილება." - აღნიშნა მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up