სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ეკატერინე მიქაბაძემ  მიიღო მონაწილეობა

სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ეკატერინე მიქაბაძემ მიიღო მონაწილეობა

access_time2020-02-25 17:05:21

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრა პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში გაიმართა. 


მისასალმებელ სიტყვაში, ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ეკო - ინოვაციები წარმოებაში და რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოს საწარმოებში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ნაყოფიერად თანამშრომლობს პროგრამასთან „ევროკავშირი გარემოსათვის“ მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. „ეკო-ინოვაციების და რესურეფექტური და სუფთა წარმოების განვითარება საშუალებას მოგცემს გვქონდეს ეკონომიკური განვითარების მდგრადი მოდელი. მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედების რისკებს. მან უნდა დააჩქაროს სუფთა წარმოების და მოხმარების პრაქტიკის დანერგვა, მოიზიდოს მწვანე ინვესტიციები და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.




ეკატერინე მიქაბაძემ გამოყო მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა განახლებადი ენერგიების ათვისება, მწვანე შენობები, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და სხვ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ევროკავშირის ენერგო ეფექტურობის დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანისთვის. ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა მოიცავს სამ მნიშვნელოვან კანონს, ესაა: კანონი ელექტრო მოწყობილობების ეტიკეტირების შესახებ; კანონი შენობების ენერგო ეფექტურობის შესახებ და ე.წ. ჩარჩო-კანონი ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით - კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სამრეწველო საწარმოებისთვის ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრულად ამოქმედება 2023 წლიდან იგეგმება. მისი თქმით, ყოველივე ამის შედეგად, ქართულ საწარმოებს გარკვეულ ვალდებულებებთან ერთად დიდი შესაძლებლობებიც მიეცემათ რეალურად დანერგონ და განახორციელონ რესურს ეფექტური და სუფთა წარმოება, ხოლო ამის შედეგად, აამაღლონ საქონლის კონკურენტუნარიანობა და გაზარდონ საკუთარი შემოსავლები.



სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, აგრეთვე ევროკავშირის, გაეროს, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up