ეკატერინე მიქაბაძე – სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ეკატერინე მიქაბაძე – სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

access_time2019-10-31 13:16:17

„სექტემბერის თვის მაღალი ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ეფექტიანმა რეფორმებმა და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„საქსტატის" ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ზრდა 5.0 პროცენტს გაუტოლდა. რაც შეეხება 2019 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდას, აღნიშნული მაჩვებებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ის 5.7 პროცენტით განისაზღვრა.



ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ პერსპექტივებსა და მოლოდინებზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ახლახანს, სარეიტინგო კომპანია „S&P"-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა და ამის მთავარ მიზეზად, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ასევე ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერე. რეფორმები, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე და მომდევნო წლებისთვის, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამასთანავე, ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო ინკლუზიურს გახდის - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.




ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა; ტრანსპორტი; ვაჭრობა; სასტუმროები და რესტორნები; დამამუშავებელი მრეწველობა; ჯანდაცვა. ამასთან, სექტემბერში ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ. კაპიტალური ხარჯები გაიზარდა 86%-ით და 489.7 მლნ. ლარი შეადგინა.



ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, 15.2 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მატება ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.







„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up