ეკატერინე მიქაბაძე - სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან  საქართველო მიიწვიეს, რაც მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია

ეკატერინე მიქაბაძე - სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან საქართველო მიიწვიეს, რაც მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია

access_time2020-10-24 23:45:43

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის დისკუსია სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს. წლიური შეხვედრის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციებმა ასევე გამართეს მაღალი დონის დიალოგი პანდემიის პირობებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისათვის ქვეყნების პოლიტიკის გაძლიერების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ. როგორც პირველ, ასევე მეორე დისკუსიაში მაგალითად მოყვანილი იყო საქართველო, როგორც რეგიონის ლიდერი ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონიდან, არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ მიწვეულ იქნა საქართველო. „ეს საქართველოს კიდევ ერთი აღიარება და მისი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია. ჩვენი პარტნიორებისათვის საინტერესოა, როგორია საქართველოს ხელისუფლების მიერ დასახული გზები და როგორ შეიძლება იქნეს დაძლეული კრიზისი როგორც ქვეყანასა და რეგიონში, ისე გლობალურად, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.



საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, მართავს მაღალი დონის დისკუსიებს თითოეულ რეგიონთან, სადაც წევრი ქვეყნები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური აქტივობის სრულყოფილი აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში. გარდა ამისა, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, ორგანიზებას უწევს მაღალი დონის დისკუსიას პრიორიტეტულ თემაზე - პანდემიიდან გამომდინარე, წელს საუბარი წარიმართა ციფრულ ტექნოლოგიებზე და ეროვნული მთავრობების ინიციატივებზე მისი განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ წელს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ობიექტივში საქართველო მოექცა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს აქვს მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ხედვა სამოდელოა მსოფლიოს არაერთი სხვა ქვეყნისთვის.





დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში

დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
access_time2021-06-22 20:47:09
დაზღვევის განათლების...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-22 21:00:51
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 238 დღიანი ხანგრძლივობის კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება კომენდანტის საათი 1-ლი იბლისიდან გაუქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოსვე გადაწყვეტილებით 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება...

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-22 18:05:44
22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.87 თეთრი 3.1566-მდე გამყარდა 3.1566-მდე გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი კურსის ცვლილებამ მხოლოდ 0.007 თეთრი შეადგინა და კურსი 3.1550-ით განისაზღვრა. ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა საერთაშორისო და მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა, კერძოდ: ევროსთან: 1.13 თეთრით 3.7545-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.37 თეთრით 4.3810-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.81 თეთრით 4.31-40-მდე, აზერბაიჯანულ...

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება
access_time2021-06-22 17:00:53
გადათხრილი გზები, მტვერი, ბუღი, ტრაქტორები, 30 ტონიანი მანქანები, ჩაბნელებული ქუჩები - ურეკში მდებარე სასტუმროების ნაწილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაბაში ჩასულ სტუმარს ეს რეალობა დახვდება. კურორტზე არ არის გასართობი დაწესებულებები, კერძო სექტორი კი ამ მიმართულებით კვლავ არ...

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა
access_time2021-06-22 16:20:32
„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს 26 მლნ ლარის ინვესტიციით აშენებული პურ–ფუნთუშეულის თანამედროვე საწარმო „ბრედფილდი“ დაათვალიერებინა და პურის ცხობის მთელი ციკლი გააცნო. საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ–ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ ოფიციალურად მალე გაიხსნება და როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. „იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ...


მსგავსი სიახლეები

up