ეკატერინე მიქაბაძე საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმს დაესწრო

ეკატერინე მიქაბაძე საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმს დაესწრო

access_time2020-03-05 22:15:08

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. 


ფორუმს, რომელიც ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ასევე დაესწრნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, აზერბაიჯანის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს „აზპრომოს" დირექტორი ზოჰრან გადიროვი, კორპორაცია „ბიპის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ენ დევისი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, ფაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი ასაფ ჰუსეინოვი და აზერბაიჯანული და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები.


ფორუმი გახსნა ორგანიზატორი ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.


მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ორმხრივ და რეგიონულ ჭრილში დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი გაუსვა პროგრესს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, რეგიონული თანამშრომლობა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა რკინიგზა, სამხრეთის გაზის კორიდორი, შუა სატრანსპორტო დერეფანი და სხვ.



მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექსპორტის წახალისებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მიმზიდველ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას. მთავრობის მიერ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკური პოლიტიკის ყველა მიმართულებით, რაც შესაბამისად აისახა ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში.


ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების კუთხით. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მისი თქმით, ძირითადი საექსპორტო ქვეყნების ათეულში, აზერბაიჯანი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად პირველ ადგილზეა 13%-იანი წილით. დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატით. გარდა ამისა, ეკატერინე მიქაბაძემ ისაუბრა აზერბაიჯანის წვლილზე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 7% აზერბაიჯანელ ვიზიტორებზე მოდის.


დასასრულს, მინისტრის პირველმა მოადგილემ ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა და სამომავლო წარმატებული პროექტების განხორციელება უსურვა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up