ეკატერინე მიქაბაძე - საინვესტიციო ფონდების კანონის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას ეკონომიკაში

ეკატერინე მიქაბაძე - საინვესტიციო ფონდების კანონის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას ეკონომიკაში

access_time2020-02-19 13:44:36

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ", რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობითვე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ კანონის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შემოღება კი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ბაზარზე საერთაშორისო პორტფელური ინვესტორების შემოსვლას.



კანონპროექტი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო ბანკის, ინვესტორთა საბჭოს და სხვა საჯარო და განვითარების დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.



„ესაა საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს დანაზოგების აკუმულირებას - ფონდები თავიანთი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დანაზოგების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმართვას შეძლებენ. საინვესტიციო ფონდების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაზოგვის კოლექტიური და ეფექტიანი მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და გრძელვადიან საინვესტიციო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.




მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. მისი თქმით, ამავე დროს, ის სრულადაა მორგებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ დონეს და არის ძალიან მოქნილი საიმისოდ, რომ ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სტიმულირებას და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე.



„ბაზარზე ძალიან მაღალია მოთხოვნა საინვესტიციო ფონდებზე. დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, თავად კანონი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ევროპელი ინვესტორებისთვის ეს იქნება ნაცნობი სათამაშო ბაზარი ნაცნობი წესებით და, შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას ქართულ ეკონომიკაში" - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, ახალი კანონის ამოქმედება დიდი სტიმული იქნება საქართველოში საინვესტიციო ფონდების საქმიანობისთვის.



მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პარლამენტი კანონპროექტს „საინვესტიციო ფონდების შესახებ" საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up