ეკატერინე მიქაბაძე - საგულისხმოა, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს

ეკატერინე მიქაბაძე - საგულისხმოა, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს

access_time2020-09-16 19:04:00

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს გამოქვეყნებულ რელიზში დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, გადასახადების მიზნობრივი შემსუბუქება და ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების გაწევა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად და აღნიშნა, რომ ის წარმატებულია სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შეკავების თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ სავალუტო ფონდის შეფასება უნისონში მოდის აზიის განვითარების ბანკის მოსაზრებებთან, რომელიც მან 2020 წლის ყოველწლიურ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში საქართველოსთან მიმართებაში გამოთქვა. ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პანდემიის გავლენის მიუხედავად სტაბილიზაციის ნიშნები სახეზეა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებების კომენტირებისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ორივე საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზი 2021 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.5%-ით გაიზრდება. უფრო ოპტიმისტურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 5 პროცენტით გაიზრდება.




„ორივე ორგანიზაცია თავის შეფასებებში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტურობაზე. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა დაიწყო, რაც არის იმის გარანტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპებით მუშაობის გაგრძელებას. მისიის განცხადებით გადასახადების მიზნობრივი შემსუბუქება და მოწყვლადი სოციალური ფენების დახმარება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკს, ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე პანდემიის უარყოფითი ზემოქმედების მიუხედავად, მას საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები არ გაუუარესებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოს მთავრობა წარმატებით აგრძელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას და სწორედ ეფექტიანი ანტიკრიზისული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები არის იმის საფუძველი, რომ ეკონომიკა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ პოზიტიურ ტრენდს,“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up