ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის

access_time2019-06-15 13:06:18

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არა-დისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე, რომელსაც თავად ეს საზოგადოება ქმნის, არის ერთადერთი გზა, რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა - სიღარიბე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.



რიგით მეორე რეგიონალური ფორუმის ორგანიზატორია ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის, აშშ - ს საელჩო საქართველოში დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ა. რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა. პირველი რეგიონალური ფორუმი ქუთაისში გაიმართა.



ფორუმი გახსნეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძემ.



თავის გამოსვლაში, ეკატერინე მიქაბაძემ აქცენტი გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ბევრი რამე გაკეთდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება. „დღეს, 15-დან 64 წლამდე ქალების მხოლოდ 56 პროცენტია ჩართული ეკონომიკურ აქტივობაში, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი კაცებისათვის დაახლოებით 80 პროცენტია. ეს მიუთითებს ადამიანური კაპიტალის არასათანადოდ გამოყენებაზე. ქალების სრულფასოვანი ჩართვა სამეწარმეო საქმიანობაში საშულებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი გამოშვება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალების იმავე დონით ჩართვა აქტივობაში, როგორ კაცების, ჩვენი ქვეყნის გამოშვებას 11 პროცენტით გაზრდის, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.



ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთი ღონისძიება ტარდება, სადაც ხდება ქალების კონკურენტუნარიანობის ზრდა სამეწარმეო უნარების და ფინანსური განათლების გაუმჯობესების გზით. მისი თქმით, „ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ერთად ეხმარება ქალებს უფრო მეტად ჩაერთონ ბიზნესში და გაძლიერდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება.



ფორუმის ფარგლებში, ფუნქციონირებს საინფორმაციო პავილიონები, სადაც ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროგრამებს და მიიღონ მათი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ შორის, ფუნქციონირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები.







არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up