ეკატერინე მიქაბაძე:  OECD საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის კვლევას მოამზადებს

ეკატერინე მიქაბაძე: OECD საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის კვლევას მოამზადებს

access_time2019-02-27 14:54:01

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ოფიციალურად გახსნა შეხვედრა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ "საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის" (Investment Policy Review (IPR) of Georgia) დაწყებას მიეძღვნა.


როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აგრეთვე დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლები.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკის მიზანია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის სრულფასოვანი შესწავლა. მისი თქმით, რეფორმები, რომლებიც უკვე გატარდა, ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის შექმნას, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად განვითარდეს და გაუმჯობესდეს ეს გარემო.



კვლევას საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ჩაატარებს. მისი დასრულების შემდეგ, გამოიკვეთება რეფორმებისა და ღონისძიებების დამატებითი ჩამონათვალი, რაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში დაეხმარება.


„კვლევა ჩვენ დაგვეხმარება, დამატებით მოვიზიდოთ ინვესტიციები და ამით გამოვიყენოთ შესაძლებლობა, გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ეკონომიკა რეგიონში, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება როგორც ინკლუზიურ ზრდაზე, ასევე მოქალაქეთა კეთილდღეობაზე", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.


OECD-ის მიერ "საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის" ჩატარების ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესწავლა, ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების პრიორიტეტულობის განსაზღვრა და აღნიშნულის საფუძველზე საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.







დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up