ეკატერინე მიქაბაძე - მაღაროელების მკურნალობას საჩხერის საავადმყოფო უზრუნველყოფს

ეკატერინე მიქაბაძე - მაღაროელების მკურნალობას საჩხერის საავადმყოფო უზრუნველყოფს

access_time2019-06-12 19:00:45

ჭაითურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებული მაღაროელებისთვის შრომის პირობების, მათ შორის, ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში, რომლის მუშაობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული მართვის საკითხებში. მას ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე, „ჯორჯიან მანგანეზის" დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი პირები.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების შესრულების პროცესი კომპანიის ადმინისტრაციასა და მაღაროელებს შორის დადგენილ ვადაში მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ითქვა, სამთავრობო უწყებების მონიტორინგი გაგრძელდება, რადგან შრომის ღირსეული პირობების შექმნა და დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავრობის პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული პირობების შესრულებაზე.


შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა - ადგილზე, საწარმოში მაღაროელების პირველადი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, უშუალოდ მკურნალობის კურსის საჩხერის საავადმყოფოში გავლა, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ჭიათურიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე მდებარეობს.


„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრობლემური საკითხის მოგვარებაში სრული კოორდინაცია გვაქვს და ასე ვცდილობთ საკითხების ეფექტიან და დროულ გადაწყვეტას. მაისის ბოლოდან მოყოლებული ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და შეთანხმების პირობებს დადგენილ ვადაში ვაგვარებთ. კმაყოფილი ვარ, რომ შემიძლია ამ პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე ვისაუბრო. კვების საკითხთან ერთად, დღეს ჯანდაცვის მომსახურების საკითხი განვიხილეთ. კერძოდ, მაღაროელთა მკურნალობის პროცესისთვის მზადაა საჩხერის საავადმყოფო, რომელიც თანამდროვე სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და დასაქმებულებს მოემსახურება. ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.


„კომერსანტი“





საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up