FDI-ის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად BP-ს გაზსადენის მშენებლობის დასრულება სახელდება

FDI-ის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად BP-ს გაზსადენის მშენებლობის დასრულება სახელდება

access_time2018-06-13 16:20:21

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას სექტორულ ჭრილში თუ შევხედავთ ნათელია, რომ შემცირებაა ტრანსპორტის სექტორში,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განუცხადა და ამით ის FDI-ს შემცირებას გამოეხმაურა.

 

კერძოდ, საქსტატია მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის პირველ კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირელი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 32.9%-ით ნაკლებია.

 

მონაცემებიდან კარგად ჩანს, რომ 2014 წლიდან დღემდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი კვარტლის ასეთი დაბალი დინამიკა საქართველოში არ ყოფილა.

 

ტრანსპორტის სექტორში შემცირების გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32,9%-ით შემცირებას მინისტრის მოადგილე ერთ-ერთი გაზსადენის პროექტის დასრულებასაც უკავშირებს.


 

ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ BP-ს მიერ გაზსადენის მშენებლობის პროექტი დასასრულს უახლოვდება და მოსალოდნელიც იყო, რომ წელს ამ მიმართულებით კლება გვექნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის მასშტაბები ძალიან დიდი იყო. და ამ პროექტის დასრულებისკენ სვლამ შეამცირა უცხოური ინვესტიციები ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.   

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნული მონაცემი სექტორულ ჭრილშიც შეაფასა და „კომერსანტს“ განუცხადა, რომ მნიშვენლოვანი ზრდაა პროდუქტიულ რეალურ სექტორში.

 

„ეს არის გადამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, საფინანსო სექტორი. ის სექტორები რომლებიც პროდუქტიულია და რეალურ სექტორში ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა. ასევე ხელს უწყობს იმას, რომ შემოვიდეს ახალი ტექნოლოგიები და იდეები და შესაბამისად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები,“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე





ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს

 ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი  აშშ დოლარი დახარჯეს
person access_time2018-08-16 15:00:26
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - 431 მილიონი დოლარი დახარჯეს. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები  379 მილიონს შეადგენდა. აქამდე ტურიზმიდან თვეების განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი საქართველოს  არ...

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“ ხვალ დაილუქება

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“  ხვალ დაილუქება
person access_time2018-08-16 13:58:30
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური,...

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს 8 რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს  8  რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს
person access_time2018-08-16 10:30:27
საქართველოში ოქროს დაცული...

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება
person access_time2018-08-16 11:00:19
...

რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა

 რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა
person access_time2018-08-15 20:00:00
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმას რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up