ეკატერინე მიქაბაძე: ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგით საქართველოს უსწრება პოლონეთს, ლატვიას, ესპანეთს, ჩეხეთს

ეკატერინე მიქაბაძე: ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგით საქართველოს უსწრება პოლონეთს, ლატვიას, ესპანეთს, ჩეხეთს

access_time2018-08-03 15:28:37


 

ძალიან მნიშვნელოვანია ის აღიარება, რომელიც საქართველომ მოიპოვა ევროპის პალატის 2018 წლის რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის”. 


ევროპის 46 ქვეყანას შორის საქართველომ მე-18 ადგილზე გადაინაცვლა და მისი პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 



მისივე თქმით, საქართველოს სარეიტინო ქულა 0.42 პუნქტით არის გაუმჯობესებული და ეს მაჩვენებელი 69.02-ს შეადგენს.




ამასთან, ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, რომ „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი (მე-19 ადგილი), ლატვია (მე-20 ადგილი), სლოვენია (68-ე ადგილი), ესპანეთი (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), იტალია (26-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მონტენეგრო (30-ე ადგილი), მაკედონია (33-ე ადგილი), თურქეთი (38-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (45-ე ადგილი), უკრაინა (46-ე ადგილი) და სხვა.



„ევროპის პალატის რეიტინგი ქვეყნებს აფასებს არსებული ბიზნესგარემოს მიხედვით და შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს. ამდენად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ეფუძნება აღნიშნული რეიტინგების ქულებს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.



როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ევროპის პალატის კვლევა ქვეყნებს აფასებს ბიზნესგარემოს ერთიან კონტექსტში, რომელიც შედგება სამთავრობო პოლიტიკის, კორპორატიული საკანონმდებლო და სოციალური გარემოსა და პირობებისგან, რაც კერძო სექტორს შესაძლებლობას აძლევს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე განვითარება - გაფართოების თვალსაზრისით როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში. 



„აღნიშნული რეიტინგი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისაკენ“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრესსამსახური ავრცელებს. 

 





„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...


მსგავსი სიახლეები

up