ეკატერინე მიქაბაძე: „ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს“

ეკატერინე მიქაბაძე: „ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს“

access_time2018-08-03 15:00:07

„ძალიან მნიშვნელოვანია ის აღიარება, რომელიც საქართველომ მოიპოვა ევროპის პალატის 2018 წლის რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ - როგორც იცით, ევროპის 46 ქვეყანას შორის საქართველომ მე-18 ადგილზე გადაინაცვლა და მისი პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა. 0.42 პუნქტით არის გაუმჯობესებული ჩვენი სარეიტინგო ქულა და ეს მაჩვენებელი 69.02-ს შეადგენს“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი (მე-19 ადგილი), ლატვია (მე-20 ადგილი), სლოვენია (68-ე ადგილი), ესპანეთი (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), იტალია (26-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მონტენეგრო (30-ე ადგილი), მაკედონია (33-ე ადგილი), თურქეთი (38-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (45-ე ადგილი), უკრაინა (46-ე ადგილი) და სხვა.


„ევროპის პალატის რეიტინგი ქვეყნებს აფასებს არსებულიბიზნესგარემოსმიხედვით და შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს. ამდენად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ეფუძნება აღნიშნული რეიტინგების ქულებს“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.



როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ევროპის პალატის კვლევა ქვეყნებს აფასებსბიზნესგარემოს ერთიან კონტექსტში, რომელიც შედგება სამთავრობო პოლიტიკის, კორპორატიული საკანონმდებლო და სოციალური გარემოსა და პირობებისგან, რაც კერძო სექტორს შესაძლებლობას აძლევს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე განვითარება - გაფართოების თვალსაზრისით როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში.



„აღნიშნული რეიტინგი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისაკენ“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.





თეგები:
რეიტინგი



Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს
access_time2020-04-06 12:30:19
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება  3,4-იან ნიშნულს გასცდა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში...

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“
access_time2020-04-06 13:00:23
მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს. „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია...

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...


მსგავსი სიახლეები

up