ეკატერინე მიქაბაძე: „ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“

ეკატერინე მიქაბაძე: „ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“

access_time2018-09-25 17:17:46

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ინიციატივით გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო.



„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ამგვარი პოზიციონირება, გაუმჯობესება გვაქვს უკვე წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ წელსაც გაუმჯობესება ფიქსირდება და ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის პოზიციას სტაბილურად ვინარჩუნებთ“ - განაცხადა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეკატერინე მიქაბაძემ.




ყოველწლიურ შემაჯამებელ რეიტინგს „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ კანადური ფრეზერის ინსტიტუტი შეიმუშავებს ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრ დამოუკიდებელ მკვლევარებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების ქსელის ერთ-ერთი მოწინავე და გავლენიანი წევრი, კვლევაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვის ინიციატორი და კოორდინატორია.



2018 წლის ინდექსი მომზადებულია ჯეიმს გვორთნის (ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რობერტ ა. ლოუსონის (სამხრეთის მეთოდისტური უნივერსიტეტი) და ჯოშუა ჰელის (დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტი) მიერ. აღნიშნული რეიტინგი ემყარება 2016 წლის მონაცემებს და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს (არჩევანის თავისუფლების, ბაზრებზე შეღწევადობის, კერძო საკუთრების დაცულობის, მართლწესრიგის და ა.შ.) 162 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით.



ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი გზავნილი ინვესტორებისთვისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური თავისუფლება. „მოგეხსენებათ, რომ ეს არის კვლევა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს აერთიანებს. ხუთი ძირითადი მიმართულებაა, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მიღწევები რეგულაციების კუთხით, სადაც მკვეთრი გაუმჯობესება ფიქსირდება და აღსანიშნავია, რომ პოტენციურად არსებობს მისი კიდევ უფრო გაუმჯობესების საშუალება, რაც, ვფიქრობთ, ერთმნიშვნელოვნად აისახება კიდეც შემდეგი წლების რეიტინგებზე“ - აღნიშნა მიქაბაძემ.



მისივე თქმით, მეცხრე პოზიციიდან საქართველოს გადმოსვლა მეშვიდე პოზიციაზე არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებიც დღეს საქართველოში ტარდება. „ეს რეფორმები გაგრძელდება და ასახვას ჰპოვებს შემდეგი წლების რეიტინგებზე. ამ მხრივ გამოვყოფდი ერთ-რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს - მთავრობის ზომას, რომელშიც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მომავალ წელს და იმის შემდეგაც გვექნება მკვეთრი ზრდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა და ინიციატივა არის მთავრობის ზომის შემცირება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
დაზუსტებული მონაცემებით, 2016 წელს საქართველო 7-9 ადგილებს იყოფდა ავსტრალიასა და მავრიკის რესპუბლიკასთან, ხოლო 2017 წელს მე-9 ადგილზე იყო.



„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2018 წლის რეიტინგი ასეთია: 1. ჰონგ-კონგი; 2. სინგაპური; 3. ახალი ზელანდია; 4. შვეიცარია; 5. ირლანდია; 6. აშშ; 7. საქართველო; 8. მავრიკის რესპუბლიკა; 9. გაერთიანებული სამეფო; 10. ავსტრალია.



როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევა, რომლის მიხედვითაც დგინდება ფრეზერის ინსტიტუტის ყოველწლიური შემაჯამებელი რეიტინგი „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში,“ არის ყველაზე მასშტაბური შედარება და შემდგომ რანგირება ქვეყნების 5 ძირითადი სფეროს მიხედვით: მთავრობის ზომა; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; მყარი ფულადი პოლიტიკა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.


„კომერსანტი“ 




ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up