ეკატერინე მიქაბაძე: „ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ეფექტიანი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

ეკატერინე მიქაბაძე: „ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ეფექტიანი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა"

access_time2019-12-03 11:36:51

„2019 წლის ოქტომბერში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაყრდნობითაც ხდება წინასწარი ეკონომიკური აქტივობის შეფასება, გაიზარდა 14%-თ, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4232-ს შეადგენს. შედეგად, 2019 წლის ოქტომბერში, „საქსტატის შეფასებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტია, ხოლო ათი თვის განმავლობაში საშუალო ზრდა 5.1 %-ს შეადგენს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ეკატერინე მიქაბაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული. „მნიშვნელოვანი რეალური ზრდა გვაქვს როგორც დამამუშავებელ მრეწველობაში, ისე მშენებლობაში და ასევე ეკონომიკის მომსახურების სფეროებში. უმჯობესდება საგარეო სექტორის მაჩვენებლები როგორც საქონლის, ისე მომსახურების მიმართულებით - საქონლით ექსპორტის ვაჭრობაში გვაქვს 4.5 5 %-იანი ზრდა, ხოლო ზაფხულში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ ტურიზმის ექსპორტი დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა" - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.




ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, ასევე გაუმჯობესებულია ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოში, ეკონომიკის შიდა მოთხოვნის ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. „ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ეფექტიანი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაც გააუმჯობესებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას" - აღნიშნა მიქაბაძემ.








ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up