ეკატერინე მიქაბაძე - დამსაქმებლების მხრიდან შრომის ბაზარზე მოთხოვნების შესწავლა დაგვეხმარება, რომ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ

ეკატერინე მიქაბაძე - დამსაქმებლების მხრიდან შრომის ბაზარზე მოთხოვნების შესწავლა დაგვეხმარება, რომ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ

access_time2018-12-11 14:57:08



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში „შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა ტურიზმის ინდუსტრიაში," რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად მომზადდა.




„დამსაქმებლების მხრიდან შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა დაგვეხმარება, რათა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადების მიმართულებით და სრულად ვუპასუხოთ შრომის ბაზრის გამოწვევებს," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.




როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა, რომლის გათვალისწინება ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირებას.


კვლევის შედეგად სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შესწავლილ იქნა ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების სტრუქტურა ძირითადი მახასიათებლების, კერძოდ: ქვე-სექტორების, პროფესიული ჯგუფების, საწარმოთა ზომის, განათლების მიღწეული დონისა და სქესის მიხედვით; დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთა უნარებისა და შესაძლებლობების შეფასება; დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა; საწარმოებში არსებული და გამოცხადებული ვაკანსიები პროფესიული ჯგუფების მიხედვით; დამსაქმებელთა ძირითადი პრობლემები სამუშაოს მაძიებლების დასაქმების კუთხით; პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებელთა დამოკიდებულება პროფესიული სწავლების მიმართ და მათი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფორმები და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციები და გამომწვევი მიზეზები.



კვლევის დროს გამოიკითხა 1000 საწარმოს წარმომადგენელი თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 71,574 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,5 პროცენტით მეტია. აქედან, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა თბილისში, შემდეგ აჭარასა და იმერეთში.



კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმეს მცირე საწარმოებმა - ამ მაჩვენებელმა 60 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას, ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებულია კვების ობიექტებში (37 პროცენტი), შემდეგ მოდის ტრანსპორტი (32 პროცენტი) და განთავსება (26 პროცენტი).


კვლევაში დეტალურადაა განხილული ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის საკითხი. ამ მიმართულებას ყველაზე მეტი გამოხმაურება მოყვა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.






„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up