ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას

ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას

access_time2019-04-25 13:33:56

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროექტს, რომელიც ევროკავშირისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით წარიმართება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისათვის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის კუთხით და დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნებრივი კაპიტალი და გავზარდოთ მოსახლეობის კეთილდღეობა მწვანე ზრდის შესაძლებლობების, პოტენციალის რეალიზაციით და ეკონომიკური განვითარების მექანიზმების დანერგვით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პროექტის „EU4ENVIRONMENT - საქართველო“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა.



როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა) დახმარების აღმოჩენას მათი ბუნებრივი რესურსებისა და ხალხის გარემოს კეთილდღეობის დაცვის გზით. პროექტი განხორციელდება 2019-2022 წლებში და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ევროა.



„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გარემოს დაცვასთან, რადგან ეს ურთიერთკავშირი ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას. ამ მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მწვანე ბიზნესის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.




მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ამავდროულად, ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილება წარმოადგენს. „შესაბამისად, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში საჭიროა ახალი ტიპის - გარემოს დაცვაზე და მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რესურსებისა და ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, სუფთა ტრანსპორტის, ორგანული სოფლის მეურნეობის გზით. ახალი სექტორებისა და ბიზნესმოდელების ხელშეწყობა უნდა გახდეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის, კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ახალ ბაზრებზე წვდომის მნიშვნელოვანი სტიმული“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.



გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გამართულ ღონისძიებაში სამთავრობო უწყებების, ევროკავშირის, EU4 გარემოს დაცვის დანერგვის პარტნიორებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.








რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...

პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

 პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“
access_time2019-05-22 16:30:15
“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა...

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
access_time2019-05-22 11:48:30
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში  სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი,...

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება
access_time2019-05-22 11:00:18
ფრანგული კომპანია „სისტრა“ რამდენიმე კვირაში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევას დაასრულებს. ამის შესახებ კომერსანტს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ,  დედაქალაქის 30 პროცენტი დაფარვის ზონის გარეშეა, რაც რეალურად დიდ პრობლემას ქმნის.   „კომპანია „სისტრას“ კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი დაფარვის ზონები....


მსგავსი სიახლეები

up