ეკატერინე მიქაბაძე -  აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

ეკატერინე მიქაბაძე - აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

access_time2019-10-15 18:40:50

„აგრო ტურიზმი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და აუცილებელია სამომავლოდ ერთიანი ძალებით მისი იდენტიფიცირება, პოპულარიზაცია და განვითარება. მნიშვნელოვანია მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსების მდგრადი გამოყენება, მეტი ოჯახის დაინტერესება და აქტიური ჩართულობა ამ ბიზნესში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women ორგანიზებით გაიმართა.



ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სექტორია. „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ინიციატივებს, რათა მათ განავითარონ არსებული და შექმნან ახალი ტურისტული პროდუქტები. გარდა ამისა, ჩვენი ტურისტული სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა და ექსკლუზიური და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. ერთ-ერთ ასეთ ტურისტულ მიმართულებად აგრო ტურიზმი განიხილება, სადაც ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასევე, მომსახურების გასაუმჯობესებლად, რეგიონებში ტრენინგები სისტემატურად ტარდება.




„აგრო ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მკაფიო კოორდინაცია როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის, ისე სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებს შორის, რათა უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს ხელშეწყობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილის განცხადებით, თავისი შინაარსის მიხედვით და საქართველოში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით აგრო ტურიზმი ნამდვილად არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მატარებელი, მისი განვითარება რეალურად მისცემს რეგიონებში მოსახლეობის ფართო მასებს შესაძლებლობას, ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.








მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაგვეტარებინა“

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით  ჩაგვეტარებინა“
access_time2019-11-14 15:57:28
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა...

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში...


მსგავსი სიახლეები

up