ეკატერინე მიქაბაძე - 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

ეკატერინე მიქაბაძე - 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

access_time2020-01-14 20:00:27

„2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა თვეების მსგავსად, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ექსპორტი წლიურად 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 390.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 



„საქსტატის წინასწარი მონაცემით, 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად - 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტს უტოლდება და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.



ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან. მისი თქმით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში წარმოებული პროდუქციის (წმინდა ექსპორტი) ექსპორტმა - 2 113 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 86.8% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში განხორციელდა (დსთ 37%, ევროკავშირი 32%, თურქეთი 8%, ჩინეთი 8.4%, EFTA-3%), რაც 3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ რეჟიმით განხორციელებულ ექსპორტზე.




მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოში წარმოებული პროდუქციის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის ექსპორტში ქართული წარმოშობის პროდუქციას 65% ეკავა, ხოლო ამჟამად უკვე ეს მაჩვენებელი 24 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 89%-ს აჭარბებს.
მისი თქმით, ქართული პროდუქციის ექსპორტის დივერსიფიკაცია არამარტო მოცულობითი, არამედ სტრუქტურული მიმართულებითაც განხორციელდა. მაგალითად, თუ DCFTA-ის ამოქმედებამდე საქართველოდან ევროკავშირში ოთხნიშნა დონეზე 540-მდე სასაქონლო პოზიციის ექსპორტი ხორციელდებოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 700-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად საქართველოდან ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2019 წლის წინასწარი მონაცემებით 2014 წელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა და შეადგინა 809.



„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up