ეკატერინე გალდავამ უნგრეთში გამართულ წყლის მსოფლიო სამიტზე მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე გალდავამ უნგრეთში გამართულ წყლის მსოფლიო სამიტზე მიიღო მონაწილეობა

access_time2019-10-18 15:05:36

უნგრეთის პრეზიდენტის, იანოშ ადერის პატრონაჟით უნგრეთმა „ბუდაპეშტი წყლის სამიტი 2019“-ს მესამედ უმასპინძლა, სადაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა იყო მიწვეული.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის დირექტორი წყლის თემატიკაზე მიძღვნილ კონფერენციებს დაესწრო და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


სამდღიანი კონფერენცია წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე გამოწვევებს მიეძღვნა, სადაც წყლის სექტორის 2 000- ზე მეტმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა სფეროში არსებულ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელა. ასევე, მონაწილე ქვეყნებმა, 2013-2016 წლებში წარმატებით ჩატარებულ სამიტის შედეგებზე დაყრდნობითა და რეკომენდაციებით, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის წყლის დაცვის პრევენცია და კონტროლის აუცილებლობა.



ბუდაპეშტის წყლის მსოფლიო სამიტი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ბიზნესისა და ფინანსების სექტორების, ასევე აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებს სთავაზობს პლატფორმას განიხილონ წყლის უსაფრთხო სამყაროსთან მიახლოების გამომწვევი მიზეზები.


„კომერსანტი“







„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up