ეკატერინე დგებუაძე: მინდა, პირველკლასელთა მშობლები დავამშვიდო - ყველა სკოლაში არის იმდენი ადგილი, რომ ბავშვები სასურველ სკოლაში დაარეგისტრირონ

ეკატერინე დგებუაძე: მინდა, პირველკლასელთა მშობლები დავამშვიდო - ყველა სკოლაში არის იმდენი ადგილი, რომ ბავშვები სასურველ სკოლაში დაარეგისტრირონ

access_time2021-05-12 21:00:00

მინდა, პირველკლასელთა მშობლები დავამშვიდო - ყველა სკოლაში არის იმდენი ადგილი, რომ ბავშვები სასურველ სკოლაში დაარეგისტრირონ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.


„არის სკოლები, სადაც საკმაოდ ბევრი დედმამიშვილი დარეგისტრირდა და ვთქვათ, პირველ კლასში თუ 5 პარალელური კლასია, შეიძლება გვერდით სკოლაში 2 პარალელური იყოს დარჩენილი. მე რეკომენდაციას გავუწევ ყველა მშობელს, რომ მაქსიმალურად მოინდომოს და ხვალ დილით, 9:00 საათიდან დაიწყოს რეგისტრაცია. მშობელი ნუ შეშფოთდება, თუ ვერ მოახერხებს კონკრეტულ სკოლაში შვილის დარეგისტრირებას, მას ჰქონდეს არჩევანი და მოემზადოს იმისთვის, რომ ალტერნატიული სკოლა ჰქონდეს დაჯავშნილი და იქ დაარეგისტრიროს თავისი შვილი“, - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.


მისი თქმით, ერთდროულად ორ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოხერხდება.



„იმ შემთხვევაში, თუ მშობელს სურს ერთ, სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება და აღმოჩნდა, რომ ვერ მოასწრო და შეივსო იქ ადგილები, ამ შემთხვევაში გქონდეთ არჩევანი, სადაც დაარეგისტრირებთ. ბავშვის სკოლის გარეთ დარჩენის შანსი არ არის. აქ არის საუბარი, როდესაც მშობელს უნდა კონკრეტულ სკოლაში მოხვდეს ბავშვი. არცერთი ბავშვი სკოლის გარეშე არ დარჩება. ასევე არის შემთხვევები, რომ კონკრეტულ სკოლაში დავამატეთ ბავშვების რაოდენობა. საკლასო ოთახში 25 ბავშვი უნდა იყოს, რეგისტრაცია იხსნება 25 ბავშვზე და იმ შემთხვევაში არის გამონაკლისი, მშობელი წერს განცხადებას და მინისტრი გამონაკლის უშვებს იმ შემთხვევაში, თუ მშობელი საფუძვლიანად ასაბუთებს, რატომ არის მნიშვნელოვანი მისთვის ის კონკრეტული სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.


პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.


imedinews.ge





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up