ეკა ლალიაშვილის რეკომენდაციები ხელისუფლებას

ეკა ლალიაშვილის რეკომენდაციები ხელისუფლებას

access_time2018-12-05 12:38:22

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთივს“ ტექდათვალიერების პროცესის დეტალური მონიტორინგის აუცილებლობაზე მიუთითებს


„საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ აბტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო მხოლოდ 5 ავტომობილია დაჯარიმებული. ალიანსში ამბობენ, რომ ტექდათვალიერების პროცესში ხარვეზებია და ეს ხარვეზები, უმეტესად, თავად რეფორმის მართვასა და მონიტორინგს ეხება. ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ თუ ეს ხარვეზები დროულად არ აღმოიფხვრება, ტექდათვალიერებას შედეგი არ ექნება.


„მნიშვნელოვანია პერსონალი, რომელიც ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებას უზრუნველყოფს. მისი კომპეტენცია და მისი კეთილსინდისიერება. კვლევამ გამოაჩინა, რომ იყო ქრთამის ფაქტებიც. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულები. უნდა მიმდინარეობდეს ლაივ რეჟიმში კამერებით გადაღება, მონიტორინგი. უნდა იყოს, ასევე, მისტიური მომხმარებლის ხელით კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. ეს ყველაფერი განაპირობებს, საბოლოო ჯამში, რეფორმის წარმატებას.“
ეკა ლალიაშვილის აზრით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ქუჩაში ადმინისტრირება.



„ქუჩაში, პრაქტიკულად, ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი არ ხდება. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა - რამდენიმე ათასი ავტომობილი დაჯარიმებულია იმის გამო, რომ ტექ-ინსპექტირება არ გაუვლია. თუმცა, ჯარიმები გამონაბოლქვზე არის ძალიან მცირე მარტივი მიზეზის გამო: აღჭურვილობა არ გვაქვს,“ - ამბობს ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე.


მისივე მტკიცებით, გამონაბოლქვის ერთ-ერთი მიზეზი მოძველებული ავტოპარკია. ლალიაშვილი ამბობს, რომ მილიონ ორასი ათასი ავტომობილიდან 45% არის 20 წელს გადაცილებული. მთლიანი ავტოპარკის 91% კი არის 10 წელს გადაცილებული. მიმსი თქმით, ეს ავტომობილები ყოველწლიურად ძველდება და 20 წლის ავტომობილს სტანდარტი დაბალი აქვს. შესაბამისად, ალიანსში ამბობენ, რომ აუცილებელია ავტოპარკი განახლდეს.


(NS)






დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up