ხელისუფლების არაპროფესიონალიზმის გამო, საგზაო ინფრასტრუქტურაში უსაფრთხოების სტანდარტები დარღვეულია

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმის გამო, საგზაო ინფრასტრუქტურაში უსაფრთხოების სტანდარტები დარღვეულია

access_time2019-01-17 12:30:29


„ ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზა ერთ-ერთი „შავი წერტილია“, სადაც ხშირია ავარიის შემთხვევბი, ამიტომ ეს მონაკვეთი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ეს გზა საკმაოდ განიერია და იძლევა მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას, ამასთან ეს მონაკვეთი კამერებით არ კონტროლდება. ადგილობრივებიც ამბობენ, რომ აქ ხშირია ავტოავარიები, ამიტომ აქ კონტროლის განსხვავებული მექანიზმის შემუშავებაა საჭირო — იქნება ეს რადარი თუ კამერა. “ — განმარტავს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი კომერსანტთან საუბარში.  


„დაარეგულირე სიცოცხლე“  საინიციატივო ჯგუფმა ამ სახელწოდებით აქცია გამართა  ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე. ეს ის გზაა, სადაც ავტოავარიების ძალიან დიდი რაოდენობა ფიქსირდება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება. პროტესტის გზით, აქციის მონაწილეებმა შსს-სა და საგზაო დეპარტამენტს მოუწოდეს ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ 8 კილომეტრიან გზაზე დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, კამერები და დაიდგას საგზაო ნიშნები.


ოფიციალური სტატისტიკითაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემა საკმაოდ მწვავეა. ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი ტენდენცია 2011 წლიდან შეინიშნება. შსს-ს მონაცემებით 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 4436 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4759-მდე გაიზარდა, ასევე გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც, დაღუპულთა რიცხვი კი ამავე პერიოდში 384-იდან 342 ადამიანამდე შემცირდა.ამასთან სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიდხედვით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 1 000 000 მოსახლეზე, მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.


ეკა ლალიაშვილის თქმით, სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა, ავარიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი მძღოლების დაუდევრობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაა.


„საქართველოში მძღოლებს არ აქვთ განცდა, რომ ხდება საგზაო უსაფრთხოების მონიტორინგი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინფრასტრუქტურა, რომელიც პერიოდულად თითქოს კეთდება, მაგრამ პროგრესი არაა, რადგან არ არსებობს ერთიანი ხედვა და სტანდარტი ქალაქის გზებისთვის, რომელიც შემდეგ გადადის მაგისტრალებში. ვგულისმხობ, საგზაო ნიშნებს, გზის საფარს, გადასასვლელებს, ტროტუარებს და სხვა. ხელისუფლებას ავტსაგზაო შემთხვევების პრობლემებზე ერთიანი ხედვა არ აქვს,“
-განაცხადა ეკა ლალიაშვილი.


ლალიაშვილის განმარტებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწვავედ პრობლემა რეგიონებში დგას.


„როდესაც საგზაო უსაფრთხოების საკითხს განვიხილავთ ეკონომიკის სამინისტროში, შეხვედრებს მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრება და რეგიონები ამ პროცესში ჩართულები არ არიან.



პრობლემური მონაკვეთების განსაზღვრისას აქცენტი კეთდება თბილისზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც რთულია დაადგინო კონკრეტულად სადაა ეს მონაკვეთი, სხვა ქალაქებში არაა იდენტიფიცირებული მსგავსი ზონები.
თვითონ ცნება „შავი მონაკვეთი“ ან „შავი წერტილი“ კანონმდებლობაში არ გვაქვს  ამიტომ ამ სახელს არქმევენ პრობლემურ მონაკვეთებს. როდესაც ცნობილია, რომ კონკრეტულ ადგილას ხშირია ავარია,  ამას აღწერა კი არა განეიტრალება სჭირდება,“
-აცხადებს ეკა ლალიაშვილი.


კითხვაზე: რა უნდა გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად, ეკა ლალიაშვილი საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკაზე საუბრობს და მთავარ გამოწვევად ერთიანი გრძლევადიანი გეგმის არარსებობას ასახელებს.


„ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც „შავ წერტილს“ ეძახიან კონკრეტული 300-ი მეტრის რადიუსში არსებულ გზას, სადაც 3 წელიწადში 4-ზე მეტი საგზაო შემთხვევა ხდება და მძიმე შედეგით მთავრდება.“შავი მონაკვეთი“ კიდევ გზის უფრო ფართო ვრცელ არეალს მოიცავს. სახელმწიფო სწავლობს ასეთ ადგილებში ავარიის მიზეზებს და შესაბამის ზომებს იღებს პრევენციისთვის.


საქართველოს შემთხვევაში ჯერ იდენტიფიცირება ვერ ხდება ზუსტად, რეაგირებაზე საუბარიც ზედმეტია.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკითხისადმი არასისტემური მიდგომაა .არის წლები, როდესაც ეს საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტული ხდება და ექცევა ყურადღების ცენტრში, შემდეგ თითქოს ნელდება ამ საკითხის მიმართ ინტერესი.


იმ ქვეყნებში, სადაც ეს საკითხი პრიორიტეტულია, არსებობს რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმები და მიზანი, ყოველ ეტაპზე რამდენით უნდა შემცირდეს ავარიების შემთხვევები. ჩვენ ასეთი გეგმა უბრალოდ არ გაგვაჩნია. ეკონომიკის სამინისტროს ერთწლიანი გეგმის ფარგლებში გრძელვადიანი ხედვის გარეშე, არსებული დამოკიდებულებით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია,
განაცხადა ეკა ლალაიაშვილმა.


კონტროლის სისუტეზე საგზაო უსაფრთხოების კონტროლის კუთხით სახელმწიფო აუდიტიც მიუთითებს.


აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2017 წელს საგზაო უსაფრთხოების მართვაში ჩართული უწყებების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის არსებული მექანიზმები. შედეგად გამოვლინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის ბარათის შევსების ერთგვაროვანი პრაქტიკა, რის გამოც აღრიცხული ინფორმაცია არასრულია, ეს კი ართულებს ისეთი პრობლემური მონაკვეთების გამოვლენას, სადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად ხდება და მეორე მხრივ ზღუდავს შესაბამისი რეგირების შესაძლებლობას.


ნაკლოვანებები გამოვლინდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაშიც, რადგან გეგმა არ იძლევა საშუალებას რაოდენობრივად შეფასდეს თუ რა შედეგები ექნება კონკრეტული აქტივობების განხორციელებას.


ასევე გამოვლინდა, რომ თბილისში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა სტანდარტებს არ შეესაბამება.


„თბილისის მასშტაბით საგზაო მონიშვნები, გზის ზოლის სიგანე და დაშვებული სიჩქარე არ არის თანხვედრაში კარგ პრაქტიკასთან. შესაბამისად გზების არსებული მოწყობა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ქმნის დამატებით რისკებს საგზაო უსაფრთხოების მხრივ,“-აღნიშნულია ანგარიშში. 


სახლემწიფო აუდიტის რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს რეკომენდაციას აძლევს, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე არსებული მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებისა და „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მიზნით, ამასთან დაინერგოს კომუნიკაციის მექანიზმი უწყებებს შორის ამ ინფორმაციის გადაცემისთვის.



მარიამ ტიტვინიძე 





საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“
access_time2019-12-14 10:00:30
„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...


მსგავსი სიახლეები

up