ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

access_time2019-02-22 12:06:38

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 


„რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“


აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.


„ძალიან რთული, ემოციური და საპასუხისმგებლოა ჩემთვის, რაც უნდა განვაცხადაო. ცხადია რთულია ვთქვა, რომ „მივდივარ“ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანშვილთან ერთად. რთულია თქვა, „მივდივარ“ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა,“  აღნიშნა “ქარტული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა.





როგორც ცნობილია, გუშინდელი კონჭისყრის შემდეგ მმართველი პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა საბურთალოს  მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მოსალოდნელი იყო, რომ დღეს “ქართულ ოცნებას“ ბესელიას მხარდამჭერი სხვა დეპუტატებიც დატოვებდნენ. თუმცა ასე არ მოხდა.



“უახლოესი დღეების სხვა დეპუტატებიც გეგმავენ მმართველი პარტიის დატოვებას და ისინი ამის შესახებ თავად გააკეთებენ განცხადებას",  განმარტა ბესელიამ.   


შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.


საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.






ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up