ეკა ბესელია - მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო

ეკა ბესელია - მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო

access_time2019-10-28 14:40:45

მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესლიამ, რომელიც მეუფე იაკობის განცხადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადება არ არის გასაუბრალოებელი.


"საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე და რთულ, მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მეუფე იაკობს ვიცნობ, მისი განწყობები და დამოკიდებულება ვიცი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ რაღაც დავალებით მოქმედებს, ან კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა ან დაავალა, ან რაიმე სხვა მოტივაციით გადაწყვიტა ამ განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი, იერარქიის ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ამ სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი სტატუსი სძენს. სწორად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის, თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საჯარო ინტერესია. იქედან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული მეც ვარ, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება, გარკვეული ინფრმაციის მატარებელიც ვარ, მიმაჩნია, ღია სივრცეში ამ თემებზე საუბარი საფრთხილოა", -განაცხადა ბესელიამ.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თავად პატრიარქი რას გადაწყვეტს ამ საკითხთან დაკავშირებით და რა ფორმატში იმსჯელებს.



„ამ თემებზე საუბრისთვის რაღაც ფორმატი უნდა მოიძებნოს, რადგან ეს საკითხი ვერ დარჩება ღია, რადგან საუბარია უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებზე. ეკლესიასთან მიმართებაში გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულება ვიცი. მას ეკლესიასთან და საპატრიარქისთან ახლო, თბილი ურთიერთობა აქვს. ასეთივეა მისდამი დამოკიდებულებაც, ამის შემსწრეც ვყოფილვარ. ვერაფერს გეტყვით გახარიაზე, რადგან არ ვიცი. ყველაფერს მონაწილე პირების მხრიდან დამაჯერებელი საუბარი და პოზიციების მოსმენა სჭირდება", - განაცხადა ბესელიამ.


შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.


ipn.ge





Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up