ეკა ბესელია - ივანიშვილი შეეცდება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გზები მოძებნოს, მათში ჩადოს გარკვეული რესურსი

ეკა ბესელია - ივანიშვილი შეეცდება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გზები მოძებნოს, მათში ჩადოს გარკვეული რესურსი

access_time2021-01-13 00:00:00

ივანიშვილი შეეცდება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გზები მოძებნოს, მათში ჩადოს გარკვეული რესურსი, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.



როგორც ბესელია აცხადებს, ივანიშვილი სულ ცდილობდა გარკვეული გავლენები „ქართული ოცნების“ მიღმაც ჰქონოდა.



„ის ხედავს, რომ კოალიციური მმართველობა გარდაუვალია. სხვათაშორის ის ამას ელოდებოდა 2020 წლის არჩევნებზეც. მასაც კი არ ჰქონდა მოლოდინი, რომ თავად ამდენს გაბედავდნენ და ამდენი გაუვიდოდათ, მაგრამ გამოუვიდათ. ივანიშვილი შეეცდება გააგრძელოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გზები მოძებნოს. მათში ჩადოს გარკვეული რესურსი, ის ამას სულ აკეთებდა. სულ ცდილობდა გარკვეული გავლენები „ქართული ოცნების“ მიღმაც ჰქონოდა“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.




მისივე თქმით, „მას ნამდვილად აქვს დისკომფორტი პოლიტიკაში ყოფნით“, თუმცა მას გავლენებისგან დისტანცირება არ შეუძლია.



„მაგრამ მას არ შეუძლია გავლენებისგან დისტანცირება. ვერ დავიჯერებ, რომ როგორც კი გააცნობიერებს, რომ ისეთი გავლენები შეიძლება, აღარ ჰქონდეს, როგორიც ჰქონდა, ამას შეეგუოს. სულ ეცდება, რომ რაღაცა პროცესებზე გარკვეული გავლენები შეინარჩუნოს. ვიდრე ამას შეძლებს, ვიდრე ამის მიმღეობა ექნებათ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვისთანაც შეიძლება ასეთი რამ დალაგდეს, რა თქმა უნდა, ამას გააგრძელებს“ , - განაცხადა ბესელიამ.



IPN.GE









საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
access_time2021-01-21 12:25:09
პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამართა, რომელმაც თქვა, რომ ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.   გაბუნიას თქმით, აღნიშნული მთავრობას ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნის საშუალებას მისცემს და ამასთანავე, შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს.   „დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე. გეგმის...

ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია

ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია
access_time2021-01-21 13:15:53
იმპორტის $1.5 მლრდ-იანი კლების ხარჯზე, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.056 მლრდ-ით $4.663 მლრდ-მდე შემცირდა, თუმცა სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან სვაჭრო სალდო კვლავ დეფიციტურია.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი. 2015 წელს ექსპორტმა ევროგაერთიანებაში $645 მლნ შეადგინა, 2020 წელს - $717 მლნ, მაქსიმალურ $819 მლნ-იან მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. იმავე პერიოდში ჩინეთში ექსპორტი $126 მლნ-დან $476 მლნ-მდე გაიზარდა....

პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკის  ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის
access_time2021-01-21 10:45:33
პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ელექტრომობილი ჰიუნდაი კონას  შესაძენად ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს.   ჰიუნდაის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების პარალელურად, რაც მოიცავს: •             ფასდაკლება 10 000 ლარის ოდენობით •             საჩუქრად...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
access_time2021-01-21 10:55:22
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს.   „ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა...

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...


მსგავსი სიახლეები

up