ეკა ბესელია - იმის მიუხედავად, რომ ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა არ მაქვს, არ მიჭირს, ვთქვა, რომ ხაზარაძის მიმართვა არ მომეწონა

ეკა ბესელია - იმის მიუხედავად, რომ ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა არ მაქვს, არ მიჭირს, ვთქვა, რომ ხაზარაძის მიმართვა არ მომეწონა

access_time2019-10-04 12:28:28

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენდერული საბჭოს საქმიანობას აკრიტიკებს. ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელიამ ერთი მხრივ, მაია ცქიტიშვილის მიმართ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამზე ისაუბრა და მეორე მხრივ, ყურადღება გენდერული საბჭოს საქმიანობაზე გაამახვილა.

 

დეპუტატის თქმით, ინფრასტრუქტურის მინისტრის მიმართ ხაზარაძის მიმართვა არ მოეწონა.

 

„ჩემთვის შინაგან ბარიერს ის სამართლიანი პროტესტი არ ქმნის, რომელიც ჩემ მიმართ მაია ცქიტიშვილის მიერ გამოთქმულ პოზიციას მოჰყვა. ეს ვერანაირ ჩარჩოსა და ფარგლებში ვერ მოთავსდება იმდენად მძიმე მოსასმენი იყო და იმის მიუხედავად, რომ მასზე დადებითი წარმოდგენა არ მაქვს, არ მიჭირს, ვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართვა არ მომეწონა, მაგრამ როცა ადამიანი პირადად შეგეხება, მაშინ არ უნდა გაგახსენდეს, რომ ასეთი თემების მიმართ მგრძნობიარე უნდა იყო. მას როგორც ქალს ევალება, რომ სოლიდარული იყოს, როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის შეიძლება, აკრიტიკო – როგორი მინისტრია, საქმეს როგორ აკეთებს და როგორი გამონათქვამები აქვს, ცუდი გამონათქვამები აქვს, მაგრამ მის მიმართ ასეთი მიმართვა, არ ვარგა. კარგი იყო, რომ მამუკა ხაზარაძემ განმარტებები გააკეთა. საზოგადოების დიდი ნაწილის პირველი რეაქცია ნეგატიური იყო, წინა გამონათქვამებს იხსენებდნენ ივანიშვილის და ა.შ. მგონია, რომ დღეს ეს პრობლემაა“, – აღნიშნა ბესელიამ.

 


დეპუტატი მის მიმართ მაია ცქიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს და ამბობს, რომ გენდერულ საბჭოს პოზიციის დაფიქსირება გაუჭირდა, როცა მის მიმართ მინისტრის მხრიდან ძალიან მძიმე გამონათქვამი იყო.

 

„გენდერულმა საბჭომ განცხადება ვერ გაავრცელა, რადგან უმრავლესობის ქალბატონებს მასთან პირადი ურთიერთობები აქვთ. გუშინ ნახეთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთხმად როგორ დაირაზმნენ და დაიწყეს დაგმობა მაშინ, როცა წინა დღეებში ასეთი სოლიდარობა უნდა გამოეხატათ და ამის დაფიქსირება გაუჭირდათ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რითაც მმართველი პარტია გამოირჩევა. გენდერული საბჭო ჩემს ბოლო ინციდენტზე ვერ თანხმდება, რომ განცხადება გაავრცელოს, ეს უნდა იყოს დამგმობი თუ სოლიდარული. პრობლემაა ხედვისა და აღქმისა იმ საკითხების, რაც აზრთა სხვადასხვაობას არ უნდა იწვევდეს. სამწუხაროა, რომ ეს გენდერულ საბჭოს ეხება, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს. გენდერული საბჭო განცხადების ტექსტს კონფიდენციალურად იხილავდა, აღმოჩნდა, რომ ჩემთან მოვიდა განცხადების პროექტი, რომელსაც თურმე, ვიღაცები არ ეთანხმებიან. ეს ეხება ვანო ზარდიაშვილთან ინციდენტს. ვინ არ ეთანხმება და სად იხილება განცხადება, როგორც საბჭოს წევრმა არ ვიცი, რაც ცუდი ფორმაა, რადგან თუ საბჭოს წევრი ვარ, უნდა ვიცოდე, რა იხილება. განცხადების პროექტი ვერ გამოქვეყნდა, თურმე, განსხვავებული პოზიციები არსებობს.

 

განცხადების მეორე ვერსია მომზადდა, რომლის განხილვა გადაიდო, მაგრამ რა განხილვა მიმდინარეობს, არ ვიცი და ეს პრობლემაა საბჭოს მუშაობის. ეს არ არის გამჭვირვალობა. ეს ყალბი, პათეტიკური, საჯარო სოლიდარობა და დაგმობა თუ ქმედების საწინააღმდეგოა, არაფერს აღარ ნიშნავს. მაია ცქიტიშვილის ფაქტზე საბჭოს მივმართე და დუმილი იყო. არც კი მიპასუხეს. მათ შორის, არც თამარ ჩუგოშვილმა. რატომ დუმდა? იმიტომ, რომ პირადი ურთიერთობების გამო ცქიტიშვილისთვის არ უნდა ეწყენინებინათ. მაშინ სად იყო ჩუგოშვილი? – ეს ჩემი კრიტიკა იმას ეხება, რომ არ შეიძლება არც ორმაგი სტანდარტი და არც ორ სკამზე ჯდომა. ეს ამბავი არ გამოდის, რადგან ქვეყანაში ყველაფრის სახელს არქმევენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.






Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის  ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“
access_time2019-10-18 15:00:00
„საქართველოს ეროვნულ ბანკს ფუნქციები ეზრდება და გაიზრდება მომავალში კადრების რაოდენობაც,რაც იწვევს საოფისე ფართის მკვეთრ უკმარისობას. ჩვენი თანამშრომლების 1/3 ნაქირავებ ოფისში მუშაობს, ეს ცალკე პრობლემას ქმნის, იმის გარდა,რომ ორ სხვადასხვა ადგილას ვართ განთავსებულები, გვაქვს ხარჯიც“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ სებ-ის ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...


მსგავსი სიახლეები

up