ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

access_time2019-09-28 13:15:48

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას შეხვდა. 

ინფორმაციას და შესაბამის კადრებს ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მოქალაქეობრივ პოზიციას აქტიურად დააფიქსირებს. 

„ერთი საათით ვსაუბრობდით, თქვენ ხომ არ მოგიყვებით. ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება. ეს დიდი ინტერვიუს თემაა“, - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

„რაც მოხდა 20 ივნისს, არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც განცხადება. ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ. ზოგი ამბობს, რომ დამაშანტაჟეს, შემაშინეს. მგონი, დაშანტაჟებულ კაცს არ ვგავარ“, - აღნიშნავს ყოფილი პრემიერმინისტრი. 

მისივე თქმით, რაც მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს აზარალებს.


კომენტარი შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელიამაც გააკეთა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობს და მასთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. 

„გიორგის აწუხებს მიმდინარე ამბები და ბევრი საკითხი, რომელიც არ შეიძლება, გულგრილს გტოვებდეს“, - აღნიშნა ბესელიამ. 

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის 13 ივნისს გადადგა. ის ამ თანამდებობას 2015 წლის ბოლოდან იკავებდა.

2018 წლის 24 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა.


Imedinews 


თეგები:
ბესელია



Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის  ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“
access_time2019-10-18 15:00:00
„საქართველოს ეროვნულ ბანკს ფუნქციები ეზრდება და გაიზრდება მომავალში კადრების რაოდენობაც,რაც იწვევს საოფისე ფართის მკვეთრ უკმარისობას. ჩვენი თანამშრომლების 1/3 ნაქირავებ ოფისში მუშაობს, ეს ცალკე პრობლემას ქმნის, იმის გარდა,რომ ორ სხვადასხვა ადგილას ვართ განთავსებულები, გვაქვს ხარჯიც“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ სებ-ის ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...


მსგავსი სიახლეები

up