„ეიპიემ ტერმინალსის“ მენეჯმენტი ფოთის პორტის გაფართოების გეგმის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს

„ეიპიემ ტერმინალსის“ მენეჯმენტი ფოთის პორტის გაფართოების გეგმის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს

access_time2020-01-31 22:00:25

კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ მენეჯმენტი ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პროექტის განხორციელებისა და პორტის დაღრმავება-გაფართოების თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა განაცხადა.


მისი თქმით, როდესაც გაფართოების გეგმის თაობაზე მოლაპარაკებები შესაბამის ეტაპამდე მივა, კომპანია ნებართვის მიღებაზე განაცხადს გააკეთებს.


„ამ კუთხით ჩვენი მიდგომა არის მხოლოდ მომავლისკენ ხედვით მიმართული. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით თბილისში და წარვადგინეთ გაფართოების დეტალური გეგმა. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი. როდესაც ეს მოლაპარაკებები, გნებავთ საუბრები, მივა გარკვეულ ეტაპამდე ბუნებრივია, გავაკეთებთ განაცხადს ნებართვის მიღების თაობაზე და ცხადია, მივმართავთ შესაბამის ორგანოს“, – აცხადებს ქრისტენსენი.



ამასთან, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თავისუფალი კონკურენცია იქნება უზრუნველყოფილი. თავად ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ კი, ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ინვესტირებას არ აპირებს.


,,დარწმუნებული ვართ, ვიქნებით იმდენად კომპეტენტური, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ინვესტიციების დაცვა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი და თავისუფალი კონკურენციის პირობები. ფოთში ნავსადგურის არსებობის პირობებში, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად მეორე ნავსადგურში ინვესტირება. ამიტომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანაკლიაში ინვესტირებით“, – აცხადებს ქრისტენსენი


ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოითხოვს განვითარებას. მისი თქმით, უწყებას არაერთი შეხვედრა ჰქონდა „ეიპიემ ტერმინალსთან“ ფოთის პორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე და ცნობილია მათი სურვილი, განახორციელონ ახალი პორტის პროექტი მოქმედი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. „სამინისტროში სანებართვო პროცესის დაწყების მიზნით შემოტანილი ჰქონდათ პროექტი, თუმცა, იმ ეტაპზე, გარკვეული ტექნიკური ხარვეზების მიზეზით, ჩვენი მხრიდან არამიზნობრივად იყო მიჩნეული ამ პროცესის გაგრძელება. აღნიშნული პროცესის განახლების თაობაზე ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავთ. თუ მოგვმართავენ, დეტალურად გავეცნობით, რამდენად დაცულია ყველა პროცედურა და რას წარმოადგენს პროექტი“, – განაცხადა მინისტრმა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up