წინასწარი მონაცემებით, იტალიაში რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ANSA ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეფერენდუმის ფარგლებში ამომრჩევლებს უნდა გადაეწყვიტათ, შემცირდებოდა თუ არა დეპუტატთა პალატის რაოდენობა 630-დან 400-მდე, ხოლო სენატორების 315-დან 200-მდე.
რეფერენდუმი 20 სექტემბერს დაიწყო და დღეს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დასრულდა. იტალიის შს სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50%-ს გადააჭარბა.
imedinews.ge