ეგვიპტეში ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ პორტალი See Egy იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ქალიუბიის პროვინციაში მდებარე ქალაქ ალ-ობურის ერთ-ერთი კოვიდკლინიკის ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში გაჩნდა. გარდაცვლილთა შორის სავარაუდოდ კოვიდპაციენტებიც არიან.
რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დრომდე უცნობია.
imedinews.ge