2022 წელს ეგვიპტე მეოთხე ადგილზე გავიდა იმ ქვეყნების რეიტინგში, რომლებიც აშშ- ის ბაზარს გაყინული მარწყვით ამარაგებენ - ამის შესახებ ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.
მათი ცნობით აშშ მსოფლიოში გაყინული ხილისა და ბოსტნეულის, მათ შორის მარწყვის ყველაზე დიდი იმპორტიორია და ამ იმპორტს აქტიურად ზრდის და ხარისხისთვის მაღალ ფასს იხდის, სწორედ ამიტომ, გაყინული ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებელი ქვეყნებისთვის აშშ- ში ექსპორტის გაზრდა მთავარი მიღწევაა.
2022 წელს ეგვიპტემ აშშ- ში 11 900 ტონა მარწყვი გაიტანა და მთელი იმპორტის თითქმის 7% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე აშშ0ში გაყინული მარწყვის მიწოდება ათჯერ გაიზარდა, გარდა ამისა ეგვიპტემ გაუსწრო ყველა თავის კონკურენტს.